LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა ტყებუჩავა რთულ პერიოდზე: „ავირიე, ძვირფასი ადამიანები დავკარგე, რეალობიდან გაქცევა მინდოდა…“

1069
anatkebuchava

ანა ტყებუჩავა თათია შარანგიას გადაცემას „სთორი“ სტუმრობდა და ისაუბრა რთული პერიოდის შესახებ, რომელიც გამოიარა და რა როლი ითამაშა მისი ცხოვრების დალაგებაში მეუღლემ:

„ლევანი არის ძალიან ნათელი მშვიდი ღრუბელი, რომელიც გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. რაღაცნაირად რთული პერიოდი იყო იმ თვალსაზრისით, რომ რაღაცნაირად ავირიე, მეც, ჩემი სამეგობრო წრეც, ძალიან ძვირფასი ადამიანები დავკარგე… გადავაფასე ყველაფერი. ძალიან დაღლილი ვიყავი იმ ყოველდღიურობითა და რეალობით, მინდოდა იქიდან გაქცევა, თუმცა სერიალი უკვე დაწყებული იყო და არსებობდა. ლევანი ჩემმა მეგობარმა გამაცნო. დედაჩემი არის გურული, მამაჩემი არის მეგრელი. ჩემს ოჯახში სულ არის ქარბუქი, ძალიან ენერგიულები და ხმაურიანები ვართ, მათ შორის, მეც, ძალიან ჩქარა ვსაუბრობ და ხმაურიანი ვარ, მე შეიძლება ძალიან ბევრი ვიხმაურო, ბოლოს ერთი და იგივე გავაკეთოთ, მაგრამ ამას ლევანი ძალიან დინჯად გააკეთებს… მგონი, თვითონაც არც გეგმავდა სერიოზულ ურთიერთობას, მაგრამ მე ისე მივეკარი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g