LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს თანამონაწილეობით, სადაც 51%-ის მფლობელი იქნება სახელმწიფო – ღარიბაშვილი

152
ირაკლი ღარიბაშვილი

ანაკლიის პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენდება, ამის შესახებ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“ჩვენი გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს თანამონაწილეობით, სადაც 51%-ის მფლობელი იქნება სახელმწიფო. დანარჩენზე ჩვენ გამოვაცხადებთ საერთაშორისო კონკურსს და შევარჩევთ პარტნიორ კომპანიებს, ეს პროექტი არის მიტოვებული, ადგილი არის გაპარტახებული. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ანაკლიაში რაც ხდება ახლა, მტვრის ბუდედ გადააქციეს ადგილი, ამიტომ ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. ჩვენ სასწრაფოდ უნდა შევარჩიოთ ახლა საერთაშორისო პარტნიორი კომპანიები და ჩვენც დავიწყოთ ინვესტირება ამ პროექტში და ეს პროექტი განხორციელდება ჩვენი თანამონაწილეობით. სახელმწიფო განახორციელებს ამ პროექტს უცხოელი კომპანიებთან თუ სხვა კომპანიებთან ერთად”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, ანაკლიის პორტის შემთხვევაში, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს მთავარი ბერკეტი და ქვეყანა 51%-ის მფლობელი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები