ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელებისთვის მთავრობა ახალი პოტენციური ინვესტორის შერჩევის პროცესს უახლოეს მომავალში დაიწყებს.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი სატენდერო სააგენტო დაიწყებს კანონით გათვალისწინებულ პროცედურებს და დაიქირავებს საერთაშორისო კონსულტანტს, რომელიც დაეხმარებათ ინვესტორის შერჩევის პროცერსში.
ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობას ყოველთვის ჰქონდა უპრეცედენტო მხარდაჭერა გამოხატული ანაკლიის პროექტის მიმართ და ხელისუფლებამ როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელ დონეზე გამოუცხადა ანაკლიის პორტის პროექტს სრული მხარდაჭერა:
“მე-9 მოწვევის პარლამენტმა საქართველოს კონსტიტუციაში შეიტანა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, როგორც განსაკურებული პრიორიტეტი.
არაერთხელ გადავადდა ძირითადი და სხვადასხვა ვალდებულებები. ძითრითადი ვალდებულებები გადავადდა 3-ჯერ. მთავრობამ გამოისყიდა და გადასცა ინვესტორს 58 მილიონი ლარის ღირებულების საინვესტიციო ტერიტორია, ჩვენ ავიღეთ პორტთან დამაკავშირებელი გზისა და რკინიგზის ვალდებულებაც. გზების დეპარტამენტს ეს პროექტი უკვე მზად აქვს.
დამატებით, საპარტნიორო ფონდი მზად იყო, რომ ინვერსტორისთვის გამოეყო სუბორდინირებული სესხი 100 მლნ დოლარის ოდენობით, იმ პირობით, რომ ინვესტორი შეძლებდა აღებული ვალდებულების შესრულებას, თუმცა ინვესტორმა სამწუხაროდ ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები,” -განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ ინვესტორმა, სამწუხაროდ, ვერ შეძლო საჭირო კაპიტალისა და 400 მლნ დოლარის დენობის სასესხო დაფინანსების მოძიება.