LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანატოლი ბიბილოვმა საქართველოსთან ე.წ. დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისია შექმნა

82
BeFunky-collage (2)

ოსური სააგენტო „რესის” ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა საქართველოსთან ე.წ. დელიმიტაციისა და დემარკაციის სახელმწიფო კომისია შექმნა.

„სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო ორგანოების შეთანხმებული ურთიერთქმედების მიზნით“ – ასე ჰქვია დოკუმენტს, რომლითაც კომისიას საქართველოსთან საზღვრების დადგენა ევალება.

როგორც ოსური სააგენტო წერს, ე.წ. კომისიის თავმჯდომარემ დე ფაქტო პრეზიდენტს ერთი თვის ვადაში „სახელმწიფო კომისიის“ დებულება დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს. შესაბამისად, მისმა წევრებმა მუშაობა ერთ თვეში უნდა დაიწყონ.

ე.წ. კომისიის თავმჯდომარედ დე ფაქტო პარლამენტის წევრი გარი მულდაროვი დასახელდა.

ბრძანება ძალაში შედის მისი ხელმოწერის მომენტიდან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები