LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჟეი დუდა: რამდენიმე თვეში ან კვირაში დადგება ომის გადამწყვეტი მომენტი და ეს მომენტი არის პასუხი კითხვაზე: გადარჩება თუ არა უკრაინა

152
ანჟეი დუდა

პოლონეთის პრეზიდენტის, ანჟეი დუდას განცხადებით, უახლოეს მომავალში, უკრაინაში სიტუაცია შესაძლოა კრიტიკული გახდეს, რადგან მოსალოდნელია რუსეთის ახალი შეტევა.

დუდა მოუწოდებს, უკრაინის პარტნიორებს და მოკავშირეებს გააგრძელონ უკრაინის სამხედრო დახმარების გაძლიერება.

„ვშიშობ, რომ შესაძლოა რამდენიმე თვეში ან კვირაში დადგება ამ ომის გადამწყვეტი მომენტი და ეს მომენტი არის პასუხი კითხვაზე: გადარჩება თუ არა უკრაინა“, – განაცხადა დუდამ.

ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენ არ დაგვიწყია ომი, მაგრამ სწორედ ჩვენ ვართ ის, ვინც ეს ომი უნდა დაასრულოს

მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინისთვის მიწოდებული იარაღი ჯერ კიდევ არ არის საკმარისი, რადგან რუსული არმია აგრძელებს ძალების მობილიზებას და, სავარაუდოდ, ახალი შეტევისთვის ემზადება.

კერძოდ, დუდამ ხაზი გაუსვა უკრაინის არმიის თანამედროვე ტანკებითა და რაკეტებით უზრუნველყოფის აუცილებლობას.

„ამიტომ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ახლა დამატებითი სამხედრო მხარდაჭერის გაგზავნა“,– მოუწოდა პოლონეთის სახელმწიფოს მეთაურმა.

როგორც მანვე დასძინა, კარგად იცნობს და ესმის უკრაინის, რომელსაც „სურს გახდეს დასავლური საზოგადოებისა და უსაფრთხოების ზონის ნაწილი“.

„მათ სურთ იყვნენ ევროკავშირის წევრები, ნატოს წევრები, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, მათ სურთ გადარჩენა.“– განაცხადა ანჟეი დუდამ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე.

დენიელ ფრიდი: თუ პუტინი გაიმარჯვებს უკრაინაში, საქართველო შეიძლება, იყოს შემდეგი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g