LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანდრია გველესიანი: „მაიკოს დედამიწაზე ჩამოვყავარ“

539
მაიკო და ანდრია

მომღერალი და მსახიობი ანდრია გველესიანი ჟურნალ „სარკესთან” ამბობს, რომ შვილის დაბადებამ მისი და მაიკო ვაწაძის ურთიერთობა კიდევ უფრო გაამყარა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

„სანის დაბადებამ უფრო მეტად განამტკიცა ჩვენი ურთიერთობა, როდესაც ბავშვია ოჯახში, მას იმდენი დრო მიაქვს, არ უნდა დაგავიწყდეს, რომ შენს მეუღლეს და საყვარელ ადამიანსაც სჭირდება ზრუნვა და მოფრთხილება.

ფოტო, ვიდეო: „ანათებთ“, „უსაყვარლესები ხართ“ – ანდრია გველესიანისა და მაიკო ვაწაძის ფოტოებმა დადებითი შეფასებები დაიმსახურა

ჩვენს შორის სიყვარული რომ არ ვითარდებოდეს, ერთად ცხოვრებას ვერც გავაგრძელებდით. ჩვენი სიყვარული უფრო ძლიერდება.

ჩემი და მაიკოს მიზანია, ვიყოთ თავისუფალი ადამიანები და შვილიც ასე გავზარდოთ.

 

 

ორი ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვანია ბალანსი. როდესაც შენს მინუსებს შენი მეორე ნახევარი გიბალანსებს, ის იდეალური ვარიანტია. მაიკო ბევრად უფრო პრაგმატული ადამიანია და ხშირად ჩამომიყვანს ხოლმე დედამიწაზე

ბევრს ვსაუბრობთ ჩვენს საქმეზე. ერთმანეთს რჩევებს ვაძლევთ. როდესაც ძალიან მაგარი  პროფესიონალი მსახიობები გყავს გვერდით ამაში მინუსი რა უნდა იყოს?

მაიკოს არ ერიდება, თავისი აზრი გამოხატოს. არც მოწონებას დამალავს და არც არმოწონებას. ეს მხიბლავს მაიკოში, რომ პირფერობა არ ახასიათებს. ძალიან სწორ შენიშვნებს მაძლევს.“- ამბობს ანდრია გველესიანი „სარკესთან“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g