LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანიტა რაჭველიშვილი: „კორონავირუსით მეორედ დავინფიცირდი…“

194
anitarachvelishvili

ანიტა რაჭველიშვილი წერს, რომ კორონავირუსით მეორედ დაინფიცირდა. მან ამ თემას ორი სტატუსი მიუძღვნა. ერთში წერს, რომ კორონაზე დადებითი პასუხი უკვე მეორედ მიუვიდა მას შემდეგ, რაც ეს ჯოჯოხეთი დაიწყო.

ანიტა აღნიშნავს:

„15 იანვრის შემდეგ, რაც საქართველო დავტოვეთ, კორონავირუსზე ტესტი ყოველთვის უარყოფითს აჩვენებდა. ჩვენ დავიტესტეთ 14, 16 და 18 იანვარს და სულ ნეგატიური იყო.

შაბათს საღამოს დავკარგე გემოსა და ყნოსვის შეგრძნება. გავიღვიძე და ცუდად ვგრძნობდი თავს. პირველივე სიმპტომებიდან თვითიზოლაციაში გადავედი და დღეს დადებითი პასუხი მომივიდა. თუკი ჩემს საყვარელ კოლეგებს კორონავირუსი გადავდე, ამის გამო ძალიან ვწუხვარ. ერთადერთი, რაც მამშვიდებს, ისაა, რომ ჩემს მეუღლეს უარყოფითი პასუხი მოუვიდა, იქნებ, არ ვარ გადამდები. პირველ ჯერზე, როდესაც კორონა მქონდა, არ ვიყავი გადამდები. ვიმედოვნებ, ათ დღეში კორონავირუსზე ტესტი ნეგატიური იქნება, რომ შევძლო და მივიღო მონაწილეობა ვენის სახელმწიფო თეატრის „კარმენში“, რომელიც ტელევიზიითა და ონლაინ გადაიცემა“.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები