LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანო მაისურაძე ბაბუას, გივი ბერიკაშვილს იხსენებს: „ვერ ვიტყოდი, რომ მის გარეშე ვცხოვრობ… ყველგან გვხვდება მისი სიკეთე…“

715
givibeikashvili

გივი ბერიკაშვილის შვილიშვილი, მანანა ბერიკაშვილის ქალიშვილი, მსახიობი ანო მაისურაძე ლეგენდარულ ბაბუას „ბაიასთან“ იხსენებს და აღნიშნავს, რომ ბაბუა მის გვერდით ყოფნას სულ ახერხებდა.

ანო მაისურაძე:

„ძალიან უცებ გარდაიცვალა. ავადმყოფობა სამ დღეში ეწვია. თავისი ფეხით წავიდა საავადმყოფოში. დილას ადგა, ისაუზმა, გვითხრა, რომ ბევრი არაფერი ჩაგველაგებინა, რადგან დაბრუნდებოდა. რამდენჯერმე თქვა, თავისთვის, ჩუმად, დავიღალეო. მივედი საავადმყოფოში… ამ ჯერზეც დამამშვიდა რა გატირებს, ხალხთან სირცხვილიაო… ზუსტად რამდენიმე წუთში ექიმები დაფაცურდნენ, ჟანგბადი დაადეს და სიტყვა აღარ გაგვიგია. ძალიან რთული იყო. რაღაცნაირად გაქრა, გაქრა ფიზიკურად…

ყველაფერი მაკლია… ვერ ვიტყოდი, რომ პაპას გარეშე ვცხოვრობ… ძალიან ხშირად მესიზმრება, თან, ისე ცხადად ხდება ეს ყველაფერი, დილას რომ ვიღვიძებ, მგონია, რომ უნდა მოვძებნო… სასაფლაოზე სულ ორჯერ ვარ ნამყოფი, ისიც, ბებოს გავყევი… იქ არ მეგულება და ვერ ვხვდები, რატომ უნდა მივიდე იქ. მეგულება იმ სახლში, სადაც ბოლო წლებში ცხოვრობდა… ყველგან გვხვდება მისი სიკეთე… ნამდვილად არ ვაჭარბებ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g