LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ანტონიო ბანდერასის 24 წლის ქალიშვილი ცნობილი ბრენდის ფოტოსესიაში

287
banderasgirl20

ანტონიო ბანდერასისა და მელანი გრიფიტის 24 წლის ქალიშვილი, სტელა ბანდერასი სამოდელო კარიერას აქტიურად აგრძელებს. ამჯერად ულამაზესმა მოდელმა ამერიკული ტანსაცმლის ბრენდის 101p100 სარეკლამო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა და ფოტოები „ინსტაგრამზე“ განათავსა. მალევე ფოტოებს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა, რადგან სტელა სპორტულ სამოსში მართლაც შეუდარებელია.

მედიაში წერენ, რომ 24 წლის მოდელი ერთნაირად ჰგავს დედას და მამას. სტელა ანტონიო ბანდერასსა და მელანი გრიფიტს 1996 წელს შეეძინათ,  წყვილი 2014 წელს განქორწინდა, თუმცა დღემდე ფანტასტიკურ ურთიერთობას ინარჩუნებს. სტელას ასევე ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს ნახევარდასთან, მსახიობ დაკოტა ჯონსონთან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g