LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აპერკოტი აპერკოტს არ ჰგავს, გდება გდებას და ბოჭვა კი ბოჭვას, რა არის ეს მეგობრებო?… ხალხის უპატივცემულობა – არჩილ მარშანია

498
არჩილ მარშანია და ჩხუბი

ექიმი რეანიმატოლოგი არჩილ მარშანია „ტვ პირველის“ ეთერში მომხდარ დაპირისპირებისა და ჩხუბს ეხმაურება და ამბობს, რომ ასეთი შემთხვევები ქვეყნის იმიჯისთვის ძალიან ცუდია.

„ყველაფერზე კი ვღლიცინებთ მაგრამ მანჯგალაძე გუნავას დაპირისპირება და ხელჩართული ბრძოლა პირდაპირ ეთერში, არ არის მოსაწონი და ძალიან პრობლემატურია ჩვენი ქვეყნისთვის, მისი იმიჯისა თუ ისტორიისთვის.

ევროიტეგრაციაზე საუბრისას ორი ოპოზიციონერის ფიზიკური დაპირისპირების დეტალები არის მაყურებლის და ხალხის უპატივცემულობა, ის ვერ პასუხობს ვერანაირ ვერც ევროპულ და ვერც ქართულ ტრადიციულ მოთხოვნებს…

აპერკოტი აპერკოტს არ ჰგავს, გდება გდებას და ბოჭვა კი ბოჭვას

რა არის ეს მეგობრებო?!!!

ამიტომ, ივარჯიშეთ და ავარჯიშეთ მომავალი თაობა, თუ ჩხუბია ჩხუბი რომ იყოს და არა ეს, რაღაც, ბღანძულაობამაგვარი ძიძგილაობა.
ეჰ… საით მიექანები ხრიდოლის დედა მშობელო… სამშობლოვ ჩემო, საქართველოვ!”,  – წერს არჩილ მარშანია სოციალურ ქსელში.

პირდაპირ ეთერში ჩხუბის გამო პაატა მანჯგალაძე ბოდიშს იხდის – „ძნელია თავის შეკავება, როცა იმას გაბრალებენ, რის წინააღმდეგაც იბრძვი, მაგრამ ესეც კი არ ამართლებს, იმას რაც მოხდა“

ვიდეო: ხელჩართული ჩხუბი პირდაპირ ეთერში – ერთმანეთს პაატა მანჯგალაძე და გიორგი გუგავა დაუპირისპირდნენ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები