LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აპოკალიფსური ფილმების მოყვარულებმა პანდემია უკეთ გადაიტანეს – ფსიქოლოგები

598
pndm3000

სამყაროს აღსასრულზე შექმნილმა ფილმებმა ხალხი COVID-19–ისთვის უკეთ მოამზადა, ანუ მკვლელი ზომბების, ბოროტი უცხოპლანეტელების და ინფექციური დაავადებებით დახოცილი დედამიწელების ყურებას ფუჭად არ ჩაუვლია.

ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ აპოკალიფსური ფილმების მოყვარულები კორონავირუსის პანდემიისთვის უფრო მომზადებულები იყვნენ ვიდრე სხვები.

ისეთი ფილმების დამსახურებით, მაგალითად როგორიცაა „ინფიცირება“ ადამიანებს კრიზისის გადატანა გაუადვილდათ, ისინი პანიკისთვის, იზოლაციისთვის და ყველა გვერდითი ეფექტისთვის შემზადებულები იყვნენ.

„თუკი ეს კარგი ფილმია, მთლიანად გითრევთ და სიტუაციას მთავარი პერსონაჟების თვალით უყურებთ, სხვადასხვა სცენარებს განიხილავთ“, განაცხადა ჩიკაგოს უნივერსიტეტის ფსიქოლოგმა კოლტან სკრივნერმა, – „ხალხი მოსალოდნელი საფრთხეებისთის ემზადება, თუკი არ ჩავთვლით ტუალეტის ქაღალდის კრიზისს, მათ ზუსტად იციან თუ რა უნდა მოიმარაგონ“.

მკვლევარებმა 310 მოხალისე გამოკითხეს და დაადგინეს თუ რომელ ფილმებს ანიჭებდნენ ისინი უპირატესობას. ასევე, დაინტერესდნენ იმით, თუ როგორი იყო პანდემიის დროს მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, აწუხებდათ თუ არა შფოთვა, ღელვა, დეპრესია ან უძილობა.

აპოკალიფსური ფილმების მოყვარულები კრიზისს ბევრად უფრო მომზადებულები შეხვდნენ, როგორც მენტალურად ასევე პრაქტიკულად. მათთვის კარანტინი, თვითიზოლაცია თუ პროდუქტების მომარაგება ნაცნობი პრაქტიკა იყო და ახალი რეალობის მიღება არ გასჭირვებიათ.

ეს ყველაფერი ფილმებში ასჯერ მაინც გვინახავს, ამიტომ თვითკონტროლი რთული სულაც არ იყო “, კოლტანის აზრით სამყაროს აღსასრულზე შექმნილ ფილმებში ეპიდემიოლოგიური რისკები თუ თავის დაცვის საშუალებები არაერთხელ ასახულა.

მეცნიერის აზრით, ერთ–ერთი მიზეზი იმის რომ ხალხს სამყაროს აღსასრულზე შექმნილი ფილმები უყვარს, არის ის რომ ქაოსის შორიდან ყურება და მისი გადაჭრის მშვიდობიანი გზების პოვნა შეუძლია. ფაქტობრივად ქვეცნობიერში გადარჩენის სცენარები იქმნება და საჭიროების შემთხვევაში ადამიანს მათი პრაქტიკაში გადმოტანა შეუძლია. უფრო მარტივად რომ ვთქვეთ, საშიში სიტუაციები ჩვენს წარმოსახვას ისევე ამუშავებს, როგორც პაემნებისა თუ სხვა სასიამოვნო მოვლენებისთვის სამზადისი.

„საშიში ფილმების ყურება ფაქტობრივად ასეთი სიტუაციებისთვის მომზადებაა, ამიტომ იმ ადამიანებთან შედარებით, ვინც უპირატესობას მელოდრამებს ან კომედიებს ანიჭებს – თქვენ ბევრად უკეთეს სიტუაციაში ხართ !“

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები