LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქ არაა საუბარი გასხვისებაზე.. ვფიქრობთ, რომ სალიცენზიო პირობები უზრუნველყოფს იმას, რომ დავიცვათ ტყე – რას ამბობს გარემოს დაცვის მინისტრი რაჭის ტყეების 49 წლით გადაცემის საქმეზე

53
BeFunky-collage (13)

„არ მომხდარა არანაირი ტერიტორიის გასხვისება, აქ არაა საუბარი გასხვისებაზე. საუბარია დაახლოებით 105 000 ჰა ფართობზე, სალიცენზიო პირობების შესაბამისად, გარკვეული უფლებამოსილების კომპანიისთვის გადაცემაზე. ამას თან სდევს ძალიან ბევრი ვალდებულება, რომელიც ამ კომპანიამ თავის თავზე უნდა აიღოს და განახორციელოს”, – ასე გამოეხმაურა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე გარემოს დაცვის მინისტრი ოთარ შამუგია ბიზნესმენ დავით ხიდაშელისთვის რაჭაში გადაცემული ტყის საკითხს.

როგორც მინისტრი ამბობს,  სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ამ ლიცენზიის ფარგლებში მოსახლეობას ტყეში შესვლა და რესურსებით სარგებლობა აეკრძალა.

„რაჭის 80-მდე სოფელს მოიცავს და თან განლაგებულია რუსეთისა და სამაჩაბლოს მოსაზღვრე რეგიონში.. მოსახლეობამ უნდა იცოდეს რა ელოდება უახლესი ნახევარი საუკუნე“ – რას ამბობს ტყეების 49 წლით გადაცემის საქმეზე ირაკლი მაჭარაშვილი

“გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსახლეობას თითქოს არ ექნება უფლება ტყეში შესვლის და სხვადასხვა რესურსით სარგებლობის – რა თქმა უნდა, ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. ჩვენ ეს შეგვიძლია ვნახოთ იმ სალიცენზიო პირობებში, რითაც გაცემულია ლიცენზია…

რა თქმა უნდა, არავითარ შემთხვევაში არ იზღუდება მოსახლეობის უფლება, რომ თავისუფლად გადაადგილდეს ტყეში, მოიპოვოს არამერქნული რესურსი, ასევე პრობლემის გარეშეა  სათბობი შეშით უზრუნველყოფის საკითხი და არ იზღუდება ლიცენზიის პირობებით”, – ამბობს მინისტრი.

ოთარ შამუგია ფიქრობს, რომ მთავრობა უზრუნველყოფს, დაიცვას ტყე და რესურსები.

„ლიცენზიანტს აქვს ვალდებულება, რომ დაიცვას ტყე უკანონო ტყითსარგებლობისგან, ხანძრისგან, დაიცვას იქ არსებული ჰაბიტატები, სახეობები და განახორციელოს ინვესტიცია მინიმუმ 5 მილიონი ლარის ფარგლებში პირველი 5 წლის მანძილზე. ამ ინვესტიციის ფარგლებში განავითაროს შესაბამისი ინფრასტრუქტურა ადგილზე, სადაც ისევ და ისევ უნდა დაასაქმოს ადგილობრივი მოსახლეობა. ვალდებულება არის პირდაპირი სალიცენზიო პირობებში, რომ 80% იქ დასაქმებულების უნდა იყოს ადგილობრივი მაცხოვრებელი.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ სალიცენზიო პირობები უზრუნველყოფს იმას, რომ დავიცვათ ტყე და ჩვენი ბუნებრივი რესურსები და ამავდროულად შევქმნათ შესაძლებლობა ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის და იქ ეკოტურისტული მიმართულების განვითარებისთვის”, –  აცხადებს მინისტრი.

მისივე თქმით, კომპანია ვალდებულია ლიცენზიის აღებიდან ერთი წლის განმავლობაში წარმოადგინოს სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმა, მანამდე მას არ ექნება უფლება იქ რაიმე ღონისძიების გატარების, გარდა ტყის დაცვითი ღონისძიებისა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g