ცნობილი მეცოსოპრანო ნინო სურგულაძე კიდევ ერთხელ უერთდება კამპანიას „გაატარე ზაფხული საქართველოში“ და როგორც ადგილობრივებს, ისე საკუთარ უცხოელ მეგობრებს ჩვენს ქვეყანაში მოგზაურობას ურჩევს.

სურგულაძე სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს. როგორც ვიდეოდან ვიგებთ, ცნობილმა მეცოსოპრანომ თუშეთში იმოგზაურა.

„ნუ გაგიკვირდებათ, რომ ძალიან თბილად მაცვია, ამ წუთას ზღვის დონიდან 3 ათას მეტრზე, ულამაზეს ადგილას ვარ. მე ყველას ვიწვევ, რომ დაისვენოს საქართველოში, ამაზე ლამაზი ადგილები არ შეგხვდებათ ბევრგან და მეც აი, თუშეთისკენ მივემართები. ეს იყო ყოველთვის ჩემი ოცნება, რომ მოვხვედრილიყავი ამ ულამაზეს ადგილას და აი ამიხდა“, – ამბობს სურგულაძემ.

ქართველი მეცოსოპრანო თუშეთის გზის სირთულეზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს გზა მსოფლიოს 10 ყველაზე საშიშ გზაშია შესრული.

„ცოტა რთული გზაა და როგორც ვიცი, მსოფლიოში 10 ყველაზე საშიშ გზაში შედის და თვითონ დავრწმუნდი ამაში, მაგრამ მყავს ძალიან კარგი მძღოლი“, – ამბობს ნინო სურგულაძე. ვიდორგოლის ბოლოს კი, ის კიდევ ერთხელ მოუწოდებს უცხოელებს, რომ ჩვენს ქვეყანას ეწვიონ და ნახონ, რა ლამაზია საქართველო.

მსგავსი თემები