კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე, რომელიც ჯერ არ არის შექმნილი, უკვე საუბრობენ, რამდენად ეფექტიანი იქნება.
დავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ მსოფლიოში არ არსებობს საერთო აზრი იმაზე, როგორი დამცველობის უნარი ექნება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს – საკმარისი იქნება მისი ერთხელ გაკეთება თუ არა.
საქართველოში კორონავირუსის ორი ცხელი წერტილია - სად არის პანდემიის გავრცელების ყველაზე მაღალი რისკი
ვიმსჯელეთ და საჭიროდ ჩაითვალა, რომ შეიძლებოდა უკვე შემზღუდავი ღონისძიებები მოხსნილიყო, შესაბამისი რეკომენდაციებით
“დაიწყო ამ ვაქცინების გამოყენება ადამიანებზეც, მაგრამ როგორც წამყვანი ლაბორატორიები და კომპანიები ამბობენ, მათი უსაფრთხოების გამოცდამდე ჯერ შორი გზაა. არ არსებობს საერთო აზრი იმაზე, როგორი დამცველობის უნარი ექნება ამ ვაქცინებს – იქნება ეს როგორც წითელას ვაქცინა, როდესაც მას ერთხელ ვუკეთებთ ბავშვს და ის მთელი ცხოვრება დაცულია, თუ მას ეიქნება მხოლოდ სეზონური დამცველობითი უნარი, როგორიც აქვს მაგალითად გრიპის ვაქცინას“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 805 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 650 უკვე გამოჯანმრთელდა, 13 ადამიანი კი გარდაიცვალა.