LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ გამიგია ადამიანი 14 დღე შიმშილობდეს და იმატებდეს – დეკანოზი მოშიმშილეებს გააკონტროლებს

287
moshimshileebi

დეკანოზი დავით ისაკაძე აპირებს მეთვალყურეები მიუჩინოს ანტისაოკუპაციო აქციის იმ მონაწილეებს, რომლებიც ათ დღეზე მეტია პარლამენტის წინ შიმშილობენ. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო “თავისუფლება” ავრცელებს.

დავით ისაკაძე ვარაუდობს, რომ ისინი არ შიმშილობენ:

ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მოშიმშილეებს მორიგეობით დავუყენოთ მეთვალყურეები. წყალს მივაწოდებთ… მე არ გამიგია ადამიანი 14 დღე შიმშილობდეს და ფიზიკურად იმატებდეს, ცოტა უცნაურია. და ჩვენ მივეხმარებით, როგორ იშიმშილონ“.

დავით ისაკაძემ ეს განცხადება რესპუბლიკის მოედანზე გააკეთა და განაცხადა, რომ ის თანამოაზრეებთან ერთად პარლამენტის წინ გადაინაცვლებს.

ისაკაძემ ასევე მოუწოდა შსს-ს „საშინელი ხალხისგან და ბანერებისგან გასუფთავდეს“ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, რათა სასულიერო პირებმა იქ პარაკლისის გადახდა შეძლონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები