ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ კოვიდრეგულაციების დაცვა აუცილებელია.
„კოვიდის ვარიანტები დეტალურადაა აღწერილი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გვერდზე.
კიდევ ბევრი ახალი კოვიდვარიანტი იქნება და ეს არის ჩვენი, ადამიანების ბრალი.
არ გამოიყენოთ პირბადე, არ აიცრათ, არ დაიცვათ დისტანცია და გაამრავლეთ კორონავირუსი… და ასე, უსასრულოდ, ველოდოთ ყოველი 2-3 კვირა ახალ კოვიდვარიანტებს სხვადასხვა კონტინენტიდან და ქვეყნიდან: ფრანგული, ამერიკული, ინდური, ბრიტანული, იტალიური, ბელგიური, ბერძნული და, რა თქმა უნდა, ქართული …
სირაქლემის პოზიციაში ყოფნა, მგონი, ახალი „ტრენდია“ …. გააგრძელეთ ასე, არ დააკლოთ არაფერი კორონას …. ჩაატარეთ დაბადების დღეები, კორპორატიულები, კონცერტები და რა ვიცი ….
ჯანმრთელობას გისურვებთ“… – წერს ფხაკაძე.
მოგვიენებით კი დაწერა, რომ თავდაცვის მიზნით, სხვა ხარისხის, უფრო ძლიერ პირბადეს ატარებს.
პარიზი – ჟენევა ? მართლა მაგარი მატარებელია …
✅სიახლეები და ცვლილებები მოგზაურობის დროს:
?კოვიდსერტიფიკატი. მე მაქვს ფრანგული?? და შვეიცარიული ??კოვიდსერტიფიკატები.
2 დოზა „ფაიზერი“ და მე-3 დოზა „მოდერნას“ კოვიდვაქცინა. სამივე ვაქცინა გავიკეთე საფრანგეთში.
?მატარებლებში კვება აიკრძალა. მატარებლის რესტორანი დაკეტილია. საკვების და სასმელის მიღება მატარებელში აკრძალულია.
?მე გადავედი უფრო ძლიერ პირბადეზე – FFP2 ევროპულ სტანდარტზე. ქირურგიული სამედიცინო პირბადე კარგია გარე სივრცეში სატარებლად, მაგრამ დახურულ სივრცეში სჯობს, FFP2 გამოიყენოთ.
ჯანმრთელობას გისურვებთ ?