LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ გამოვრიცხავ, პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი დავაყენოთ – ირმა ინაშვილი

57
inashvili

სულაც არ გამოვრიცხავ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი დავაყენოთ, – ამის შესახებ განცხადება, “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა გააკეთა.

მისი განცხადებით, საქართველოს პარლამენტს ირაკლი კობახიძესთან ერთად ხუთკაციანი ჯგუფი მართავს.

“საქართველოს პარლამენტის მენეჯმენტი, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, ძალიან დაემსგავსა მოსამართლეების, იგივე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის სტილს. დღეს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ხუთი კაცი მართავს პარლამენტს, არავისი აზრი არ აინტერესებთ, არავითარი სხვა ინიციატივა არ აინტერესებთ. არანაირი თანამშრომლობა არ არსებობს. მე მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან მანკიერი პროცესი, 2 წლის მანძილზე მე ამ თემაზე ღიად ვსაუბრობდი და დღეს უფრო მკაფიოდ ვილაპარაკებ. ვიმოქმედებთ იმისათვის, რომ შეიცვალოს პარლამენტის მენეჯმენტი და სულაც არ გამოვრიცხავ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი დავაყენოთ,”- აცხადებს “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები