LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ გამოვრიცხავ, ქმედება აფექტის მდგომარეობაში იყოს ჩადენილი“ – დედის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

743
უსათაურო დიზაინი (7)

ლილოს დასახლებაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, რომ არ გამორიცხავს, მკვლელობა აფექტის მდგომარეობაში იყოს ჩადენილი.

„შვილმა დედას მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, შვილის მეგობარმა კი ქალი შებოჭა და გაქცევის საშუალება არ მისცა“ – პროკურატურამ 2 პირს ბრალი წარუდგინა

როგორც ადვოკატი ზაზა ნაჭყებია ამბობს, ის დედის მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობას დააყენებს:

„სავსებით შესაძლებელია, არ გამოვრიცხავ, რომ ქმედება აფექტის მდგომარეობაში იყოს ჩადენილი. გასაგებია, რომ ბრალდება არის ყველაზე მძიმე.

სისხლის სამართლის კოდექსში მსგავსი სიმძიმის ბრალდება არ არის, მაგრამ ჩვენს პოზიციას ზურგს უმაგრებს ის გარემოება, რომ ბრალდებული თავისი ფეხით, ნებაყოფლობით გამოცხადდა გარდაბნის პოლიციაში და ჩაბარდა.

ერთის მხრივ, ეს, გარკვეულწილად, მიგვანიშნებს იმაზე, რომ ბრალდებული ჩადენილს აღიარებს, მაგრამ, მეორე მხრივ, აქ არის საუბარი იმაზე, რომ ნებაყოფლობით გამოცხადებით ფაქტობრივად ხაზი გადაუსვა საფრთხეს, მისი თავისუფლებაში დატოვების შემთხვევაში მიმალვის თაობაზე“, – განაცხადა ადვოკატმა.

უფლებადამცველის თქმითვე, აუცილებელია, ბრალდებულს კომპლექსური ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდეს.

შეგახსენებთ, ლილოს დასახლებაში მკვლელობა 13 აგვისტოს მოხდა. შსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2005 წელს დაბადებული ნ.ხ. ოჯახის წევრის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 2003 წელს დაბადებული რ.ნ. ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის დააკავეს.

17 წლის მოზარდი ეჭვობდა, რომ 34 წლის მშობელს, ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა მის მეგობართან – ვინ არის დედის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მოზარდის მეგობარი

ცნობილია 34 წლის ქალის ვინაობა, რომელიც შვილმა მოკლა – „გარდაბანში ბებიისთვის და ბაბუისთვის უთქვამს, რაც გააკეთა“

ვერ ვიჯერებ, რომ შენი ლამაზი შველის თვალებით აღარ მოხვალ, ჩემო ლამაზო.. – რას წერს შვილის მიერ მოკლული ქალის მეგობარი

“მგონია, რომ ეს მისმა ქმარმა დაგეგმა და შვილს შეასრულებინა“ – რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი შვილის მიერ დედის მკვლელობის საქმეზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g