LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ მაქვს არც თეთრი და არც შავი სია, არც სპორტში და არც კულტურაში – თეა წულუკიანი

120
დგდგ

ის ადამიანები, ვინც თუნდაც ლანძღვით გამოირჩევა, მე რომ მათთან უშუალო ურთიერთობა მქონდეს, ალბათ, დარწმუნდებოდნენ, რომ ჩინური თუ არა ბერლინის კედელი მაინც მაქვს აგებული იმას შორის თუ რა დონის მოღვაწეა ესა თუ ის პირი და რას ამბობს ის ჩემზე, – ეს განცხადება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა, თეა წულუკიანმა რადიო “ფორტუნა პლიუსის” გადაცემაში  “ვიზიტორი” გააკეთა, რითაც უპასუხა შეკითხვას წარსულში არსებულ ე.წ. შავ სიებთან დაკავშირებით იარსებებს თუ არა მსგავსი მიდგომა კულტურის სამინისტროში.

თეა წულუკიანის განცხადებით, “არავითარი შავი და თეთრი სია არ არის”.

“იმიტომ, რომ მე არ ვარ ამ დარგის წარმომადგენელი, ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კოზირი კულტურის სფეროსთვის და მისი წარმომადგენლებისთვის და სპორტისთვისაც, რადგან იქაც იყო ხოლმე, გვახსოვს თეთრი და შავი სიები. შესაბამისად, ვინაიდან ამ დარგს არც პროფესიული და არც სხვა კრიტერიუმით არ წარმოვადგენ მე არ მაქვს და ვერ მექნება არც თეთრი და არც შავი სია. სხვა საქმეა, ვის შეიძლება მე ვკითხულობდე ან ვუყურებდე ან არა. ეს ჩემი შიდა საკითხებია და ჩემს სამზარეულოში დარჩება და ასეც უნდა იყოს, ვგულისხმობ სახლის სამზარეულოს.

არავითარი შავი და თეთრი სია არ არის. ამიტომ ის პოლიტიკური შეფერილობის მქონე აჟიოტაჟი, რომელსაც ზოგიერთმა მედიასაშუალებამ შეუწყო ხელი, რომ აი, მოდის ცენზურა და რომ ვიკითხე – სად არის ცენზურა? ვერ მიპასუხეს ან რა ბერკეტი აქვს კულტურის მინისტრს ცენზურისათვის? – არავითარი.

ეს სიები ვერ იარსებებს. მაგრამ ასევე, ვერ იარსებებს ის, რაც თქვენ მკითხეთ, კულტურულ ღონისძიებებში ესა თუ ის ხელოვანი მიიღებს თუ არ მიიღებს მონაწილეობას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ გავიხსენებთ წარსულის ცუდ მაგალითებს, მე არ მახსენდება ბოლო დროის ღონისძიებები, რომელშიც რომელიმე კულტურის მინისტრმა თქვა, რომ ამან მიიღოს მონაწილეობა და ამან არა.

ვერც წარმომიდგენია, რა ბერკეტი შეიძლება ჰქონდეს სამინისტროს იმისთვის, რომ ერთი ამღეროს და მეორე არა.

ეს არ არის ჩვენი პრიორიტეტი და ვერ იქნება, თუკი ჩვენ გვინდა ვცხოვრობდეთ თანამედროვეობაში. მე მაქვს იმის ამბიცია, რომ ჩვენი სამინისტრო გახდება სამთავრობო სტრუქტურებში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და თანამედროვე.

ჩვენ ვაჩვენებთ იმის მაგალითს, რომ ვართ ერთ-ერთი ყველაზე მისაბაძი სამთავრობო სტრუქტურა და ამას ვაჩვენებთ ძალიან მალე”.- განაცხადა თეა წულუკიანმა.

კინოცენტრი აფინანსებს ფილმებს, რომელთა უმრავლესობა დაუსრულებელია, მოგვიწევს დაფინანსების წესის გადახედვა: თეა წულუკიანი

ჩვენ გვაქვს ყველანაირი სამართლებრივი უფლება, ფედერაციებს ფულის უფრო სუფთად ხარჯვა მოვთხოვოთ – რამდენია კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი

თეა წულუკიანი: „ჩემზე შექმნილი კარიკატურები ძალიან მიყვარს და ვაგროვებ…“

თეა წულუკიანი: „თუკი რამე დამრჩება სანანებლად სიცოცხლის ბოლომდე, ის იქნება, რომ მას ამ რანგში სამინისტროში ვერ ვუმასპინძლე“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები