NDI-ის კვლევას, რომლის მიხედვითაც, „გამოკითხულთა 47 % ვაქცინას არ გაიკეთებდა – 42 % ამბობს, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით საკმარისი ინფორმაცია არ აქვს“, „ქართული ოცნების“ დეპუტატი ნიკოლოზ სამხარაძე ეხმიანება და აცხადებს, რომ „არ მგონია, საქართველოს მოსახლეობის ნახევარი იყოს, ვინც აცრაზე უარს ამბობს“.
სამხარაძე საზოგადოებას ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს.
“ამის მიუხედავად მთელ საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ვაქცინაცია ერთადერთი საშუალებაა იმისთვის, რომ გადავარჩინოით მშობლები, მეგობრები, ახლობლები და ნათესავები სიკვდილისგან. კვლევებით დადასტურებულია, რომ ვაქცინილებულ ადამიანებში სიკვდილიანობის შემთხვევა არის უკიდურესად დაბალი“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.