LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ მგონია სწორი იყოს ის ნაბიჯი, როდესაც ენმ შეთანხმების შესრულებაზე ხელმოწერით პასუხისმგებლობას არ იღებს: ანა ნაცვლიშვილი

47
ანა ნაცვლიშვილი

პარტია „ლელოს საქართველოსთვის“ წევრი და დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შევიდა, შეხვედრა და პოზიციების გაცვლაა საჭირო.

დეპუტატი ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც მელიამ  ოპოზიციას მოუწოდა, წყენა გვერდზე გადადონ და ერთიანობა კვლავ აჩვენონ. როგორც ნაცვლიშვილმა თქვა, ის არავისზე  ნაწყენი არ ყოფილა.

„ლელოს საქართველოსთვის“ წევრის აზრით, პოზიციების გაცვლის შემდეგ გამოჩნდება, რამდენად არის შესაძლებელი, რომ ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებზე საერთო კანდიდატებით წარდგეს.

„მე არავისზე ვყოფილვარ ნაწყენი, ამიტომ არ ვიცი ახლა, რას ნიშნავს წყენის გადადება. მივიჩნევ, რომ ვისაც სურვილი აქვს და ხედავს იმის საჭიროებას, რომ ოპოზიციურ ძალებს შორის იყოს კოორდინაცია ამა თუ იმ ფორმით, საჭიროა შეხვედრა და საუბარი. მედიით ეს თემები ვერ გადაწყდება.

შეხვედრაა საჭირო, პოზიციების გაცვლა, გარკვეული საკითხების გავლა და ამის შემდეგ გამოჩნდება არის თუ არა რესურსი ერთიანი კანდიდატის, არა მხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს მასშტაბით”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

დეპუტატმა ენმ-ს პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მოუწონა, თუმცა, ასევე თქვა, რომ მიშელის შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერაზე უარის თქმა, მათი მხრიდან უპასუხისმგებლობაა.

„მე არ მგონია სწორი იყოს ის ნაბიჯი, როდესაც ერთის მხრივ შემოდიხარ პარლამენტში, სარგებლობ და ბუნებრივად ვრცელდება ამ შეთანხმების შესრულებით, უკვე გავრცელებულია კონკრეტული შედეგები თავად ამ პოლიტიკურ ძალაზე, მაგრამ ამ შეთანხმების შესრულებაზე ხელმოწერით პასუხისმგებლობას არ იღებენ,“ – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის,თუმცა,შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს

 

magti 5g