მომღერალი თიკა ჯამბურია სოციალურ ქსელში წერს, რომ ოცნება აუხდა და გადაცემა „მასტერშეფის“ ფინალისტია.
თიკა ჯამბურია „მასტერშეფის“ გუნდს და მის მონაწილეებს მადლობას უხდის.
„არ მჯერააა !!!! ფინალშიი ვაააარ ?? ჩემმა უდიდესმა შრომამ და მონდომებამ გამოიღო შედეგი ! მთელი 2 თვე მხოლოდ ამაზე ვოცნებობდი ! მონაწილეობის მიღებაზე როდესაც გადაწყვეტილება მივიღე , ვერც კი წარმოვიდგენდი , რომ აქამდე მოვაღწევდიი…. უდიდესი მადლობა მასტერ შეფის უმაგრესს სტაფს ,და უნიჭიერეს უმაგრეს მონაწილეებს , წარმატებები ყველას“,- წერს თინა ჯამბურია.