LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,არ მსურს საბოლოო სიტყვით ვისარგებლო, რადგანაც აზრი არ აქვს” – ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული ალეკო ჭელიძე

195
ჭლიძე-აკო

არ მსურს საბოლოო სიტყვით ვისარგებლო, რადგანაც ამას აზრი არ აქვს , – ამის შესახებ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა ალეკო ჭელიძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში განაცხადა.

რაც შეეხება მეორე მსჯავრდებულის, გიორგი კავილაძის პოზიციას, როგორც მან სხდომაზე აღნიშნა, მას და ალეკო ჭელიძეს ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა არ დაუგეგმავთ.

“რაც პროკურორმა ისაუბრა ანალოგიური დასკვნით სიტყვაში მოვისმინეთ პირველი ინსტანციის სასამართლოში და ამის საპასუხოდ მე, ზოგად შეფასებას გავაკეთებ. მტკიცებულებებს, რასაც ხაზი გაესვა პროკურორის მხრიდან, ჩემ ბრალეულობასთან არანაირი შეხება არ აქვს. ეს არ არის სამართლებრივი მხარე. ეს არის მისი ვარაუდი და შეფასება არანაირი ფაქტი არ მოწმობს იმას, რომ მე და ალეკოს გვქონდა საერთო განზრახვა მოგველაპარაკებინა ადამიანის მკვლელობაზე.

ვიმედოვნებ, რომ მეორე ინსტანციაში სასამართლოს გადაწყვეტილება არ მიიღება პროვოკაციის საფუძველზე”,- განაცხადა გიორგი კავილაძემ და პროკურორის არგუმენტებს “უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ზღაპრები” უწოდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლო მსჯავრდებულთა მიმართებით გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g