LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ შეიძლება, 26 მაისს თავდაცვის მინისტრი ჯერ პრემიერს მიესალმოს, მერე პრეზიდენტს“ – სალომე ზურაბიშვილი

172
Untitled design (2)

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „არ შეიძლება, 26 მაისს თავდაცვის მინისტრი ჯერ პრემიერს მიესალმოს, მერე პრეზიდენტს“.

როგორც დიასპორის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, „ეს ყველგან იწვევს გაკვირვებას“.

„არ შეიძლება, არ ვთქვა, რა მნიშვნელობა აქვს პროტოკოლს. ეს არ არის, რომ მე ასე მინდა, სკამი იქ დამიდე, ჩაიჩოჩე, ჩამოიჩოჩე, ეს არ არის პრეზიდენტის შეურაცხყოფა, ეს არის პროტოკოლის დარღვევა. პროტოკოლი არის სახელმწიფოს საყრდენი. თუ არადა იწყება გაუთავებელი – მე პირველი ვარ, შენ მეორე და ეს არის პირველი უაზრო დაპირისპირების საგანი. მე დიდი ხანია, არაფერი მწყინს ამ ქვეყანაში და ამით ვერავინ მაწყენს, მაგრამ ამ ადგილს დავტოვებ, სხვა მოვა და ეს ადგილი არის პრეზიდენტის.

არ შეიძლება, რომ 26 მაისს თავდაცვის მინისტრმა ჯერ პრემიერს მიესალმოს და მერე პრეზიდენტსა და უმაღლეს მთავარსარდალს, არ შეიძლება, არცერთ ქვეყანაში, ეს ყველგან იწვევს გაკვირვებას და კიდევ ერთ რამეს ვიტყვი – პროტოკოლი არა მხოლოდ შიგნით არის სახელმწიფოს დაცვა და ჩვენი ურთიერთობების დალაგება, ისე რომ არ მოხდეს არაფერი და რაც არ უნდა იყოს აზრების განსხვავება, ყველას თავისი ადგილი ჰქონდეს და ეს იყოს წყნარად, მშვიდად დამკვიდრებული“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g