LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ შეიძლება ევროკავშირისთვის მხოლოდ 1 წლის განმავლობაში გაკეთებული განცხადებები და შეცდომები იყოს გადამწყვეტი: პრეზიდენტი ევროკავშირის კანდიდატობაზე

60
სალომე-ზურაბიშვილი

საქართველოსთვის ევროკავშირის მხრიდან კანდიდატი ქვეყნის სტატუსის შესაძლო მინიჭებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ „არ შეიძლება ევროკავშირისთვის მხოლოდ ბოლო წლის განმავლობაში გაკეთებული განცხადებები და შეცდომები იყოს გადამწყვეტი ასეთ გრძელ გზაზე“.

„ფორმაში ალბათ ვართ, რადგან დიდი ხანია, ვემზადებით“: სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის კანდიდატობაზე

ზურაბიშვილის თქმით, კომისიის პირველი შეფასება იქნება კრიტიკული ზოგიერთ ასპექტზე, თუმცა შემდგომ პოლიტიკური გადაწყვეტილებაში გეოპოლიტიკური სიტუაცია გათვალისწინებული იქნება.

ქართული ოცნებისგან გვესმის განცხადებები, რომლებიც დაუფიქრებელი და არასაჭიროა მაშინ, როცა EU-სგან გადაწყვეტილებებს ველოდებით: სალომე ზურაბიშვილი

“მე მგონია, რომ კომისიის პირველი შეფასება იქნება კრიტიკული ზოგიერთ ასპექტებზე, მაგალითად სასამართლო რეფორმაზე, იმ ყველაფერზე, რაც იყო ჩაწერილი შარლ მიშელის დოკუმენტში. ამაზე შეიძლება იყოს კრიტიკული, მე მაინც იმედს ვიტოვებ, რომ შემდგომი პოლიტიკური გადაწყვეტილება როცა უნდა იყოს მიღებული ევროპული საბჭოს მიერ, იქ იქნება უფრო გათვალისწინებული გეოპოლიტიკური სიტუაცია, არამხოლოდ ის შეცდომები, თუ როგორც გვინდა, ისე დავარქვათ, მაგრამ იქნება ზოგადად საქართველოს მდგომარეობა დღევანდელ დღეს. ის ფაქტი, რომ მოსახლეობა არის მთლიანად არის მიმართული ევროპისკენ, რომ ჩვენ ძალიან დიდი გზა გავიარეთ აქამდე, არ შეიძლება, რომ მხოლოდ ბოლო წლის ნათქვამები ან შეცდომები იყოს გადამწყვეტი ასეთ გრძელ გზაზე და კიდევ ის, რომ ჩვენ არ შეიძლება ამ გზიდან გვერდზე დავრჩეთ”, – თქვა ზურაბიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები