LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ შეიძლება იყოს თანასწორობა მსხვერპლსა და აგრესორს შორის” – ზელენსკიმ რომის პაპი კიევში მიიწვია

241
d1ae9e8de68f0c2afbc3b5a653cb84b5_1683995796_extra_large

არ შეიძლება იყოს თანასწორობა მსხვერპლსა და აგრესორს შორის, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიაში რომის პაპთან შეხვედრისას განაცხადა.

შეხვედრაზე პრეზიდენტმა ყურადღება რუსული სამხედრო აგრესიის შეჩერებასა და მშვიდობის აღდგენაზე გაამახვილა.

„სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად ნათელი და რეალისტური ალგორითმი ასახულია უკრაინის მშვიდობის ფორმულაში”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მან სთხოვა რომის პაპ ფრანცისკეს ყოვლისმომცველი წვლილი შეიტანოს მშვიდობის ფორმულის განხორციელებაში, განსაკუთრებით სასურსათო უსაფრთხოების, პატიმრებისა და დეპორტირებული პირების გათავისუფლებისა და სამართლიანობის აღდგენის სფეროებში.

„რადგან ომი გრძელდება უკრაინის ტერიტორიაზე, სამშვიდობო გეგმა შეიძლება იყოს მხოლოდ უკრაინული“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ მოუწოდა მის უწმინდესობას მკაფიოდ დაგმოს რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და ხაზი გაუსვა, რომ არ შეიძლება იყოს თანასწორობა მსხვერპლსა და აგრესორს შორის.

უკრაინის პირველმა პირმა რომის პაპი უკრაინაში მიიწვია, რათა ლოცვით მხარი დაუჭიროს ყველა უკრაინელს, ვინც რუსული ტერორისგან იტანჯება და უკრაინის მიწაზე მოსულ ბოროტებას ებრძვის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები