LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ ვიცი, რატომ „აბოლებენ“ აქედან ადამიანებს, რომ ამერიკაში ფული ციდან ცვივა“ – აშშ-ში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ზაზა ბანძელაძე

1538
Capture

ზაზა ბანძელაძე ჯგუფ „სეიშენის“ წევრია, რომელიც წლებია, აშშ-ში ცხოვრობს მეუღლესთან ერთად. მცირე ხნის წინ ის საქართველოში რვაწლიანი პერიოდის შემდეგ ჩამოვიდა და მისი შვილებთან შეხვედრის კადრებმა მთელი სოციალური ქსელი მოიცვა.

ზაზას fortuna.ge აშშ-ში დაუკავშირდა და მისგან ემიგრანტების მძიმე ამბები მოისმინა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

„არ ვიცი, რატომ „აბოლებენ“ აქედან ადამიანებს, რომ ამერიკაში ფული ციდან ცვივა. ეს სახელმწიფო გთავაზობს ერთი ხელით კარგს, მეორეთი – ცუდს და არჩევანს თავად აკეთებ. მექსიკიდან რომ მოდიან, ვეღარ ხედავენ ისეთ სიმარტივეს, როგორსაც აქ მყოფები უხატავენ. საშინელება ხდება ახლა – ხდებიან წამალზე დამოკიდებულები და ვინ სად იპარება, ვერ გაიგებ, ზოგი სეირნობისას კვდება, ზოგი – მანქანაში და ზოგიც – ვიღაცის ოთახში. ყველა კატეგორიის ადამიანი შემოდის მექსიკიდან – წამალს აყოლილები, მაგრამ ამერიკა ამას არ გაპატიებს…

საკმაოდ მძიმე ვითარებას აღწერ…

ბოლო ექვსი თვეა, ისეთი უმძიმესი სიტუაციაა, რომ ყოველ თვეში აქედან რამდენიმე ქართველს ასვენებენ – აშშ-ს სჭირდება მხოლოდ მშრომელი, მოაზროვნე ადამიანი. მე ასე ვხედავ, ყოველ შემთხვევაში… ძალიან მააგრი სიტუაცია იყო, სანამ მექსიკიდან ამდენი ხალხის შემოსვლა დაიწყებოდა. ძალიან ბევრ ადამიანთან მაქვს შეხება და სულ მეხვეწებოდნენ, იქნებ, მუშახელი გვიშოვოო. ახლა პირიქით ხდება, ხალხი მირეკავს, სადმე იქნებ დაგვასაქმოო. რთულია ქირით ბინის აღებაც. საქართველოდან უკან რომ დავბრუნდი, სახლში დამხვდა ჩემი ძმა და მისი რამდენიმე მეგობარი, ექვსი კაცი, რომ ვერ იშოვეს ვერაფერი, ჩემთან ცხოვრობდნენ. გარკვეული პერიოდი ჩემთან იყვნენ, შემდეგ კი გადავიდნენ. როგორც შემეძლო, ისე დავეხმარე. დღეს ზოგიერთი მათგანი ჩემს ბიზნესშია ჩართული, ზოგიც – ჩემი მეგობრის, უბრალოდ, ყველას ვერ დაეხმარები. ჩემ გარშემო ადამიანი არ მეგულება, ვიღაც რომ არ ჩამოუვიდეს მექსიკიდან და ყველა იბრძვის იმისთვის, რომ ის დაასაქმოს, ბინა აქირავებინოს. მეორე შემთხვევაც არის – როცა ჰპირდებიან და მერე არაფრით ეხმარებიან – ეს ხალხი რჩება ქუჩაში, იქ სძინავთ და ჭამენ, ქართველების მანქანებს ტეხენ იმიტომ, რომ უბრალოდ დაიძინონ. ჩემს მეგობარს გაუტეხეს მანქანა, როდესაც დაინახეს, რომ საქართველოს დროშა ეკიდა. შიგნით ნახა საჭმლის ნამცეცები. სკამებზე სძინავთ სკვერებში.

ანუ შენ არ ურჩევ ადამიანს აშშ-ში გამგზავრებას ახლა?

გააჩნია, თუ ჰყავთ პატრონი, შეიძლება, თუ არა – ძალიან გაუჭირდებათ. ადრე იყო შესაძლებლობა, რომ ვიღაც გიპატრონებდა ან თავად შექმნიდი მომგებიან ბიზნესს“.

ზაზა ბანძელაძე: „აშშ-ში ყველა ჩამოდის სახლებ-გაყიდული, დალომბარდებული, პროცენტით ნასესხები ფულით… ზოგი სეირნობისას კვდება, ზოგი – მანქანაში და ზოგიც – ვიღაცის ოთახში…“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები