LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ ვთვლი, რომ სახელმწიფომ დანაშაული ჩაიდინა – წულუკიანი მაჩალიკაშვილის საქმეზე

354
temirlan

“მე არ ვთვლი, რომ სახელმწიფომ დანაშაული ჩაიდინა, რადგან ეს დამტკიცებული არ არის. თქვენ ხან გოგაშვილის, ხან ვიღაცების გვარებს იძახით. ეს თქვენ დაადგინეთ?! “-  ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პარლამენტის პლენალურ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.მისივე თქმით, ამ საქმეზე საპარლამენტო კომისიის შექმნის საკითხი თავად პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს.

“მე არ ვთვლი, რომ სახელმწიფომ დანაშაული ჩაიდინა, რადგან ეს დამტკიცებული არ არის. თქვენ ხან გოგაშვილის, ხან ვიღაცების გვარებს იძახით. ეს თქვენ დაადგინეთ?! მე ეჭვი არ მაქვს, რომ სოსო გოგაშვილმა ვიღაც დახვრიტა. თუ ამ სიტყვებით გინდათ, ასე გეტყვით. ეს ეჭვი თუ გაქვთ, ან დაამტკიცეთ ან ნუ ატრიალებთ სახელებსა და გვარებს. ის საპარლამენტო კომისია, რომელიც თქვენ შექმენით ხორავას ქუჩის ტრაგედიის გამოსაძიებლად… დამიბარეთ და კითხები შეიმუშავეთ… თუ მაჩალიკაშვილის საქმეზე კომისია შეიქმნება, მაშინ ვისაც დაიბარებთ, მათთვის კითხვები მაინც მოამზადეთ. წესიერად გამოიძიეთ თუ იძიებთ,” – განაცხადა წულუკიანმა.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს საკუთარ სახლში, შუბლის არეში დაჭრეს.  ის 2018 წლის 10 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა.უსაფრთხოების სამსახური აცხადებდა, რომ მაჩალიკაშვილი დაკავების მომენტში სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და ყუმბარის ამოქმედებას ცდილობდა. ვერსიას დაჭრილის ოჯახი კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მას მძინარე მდგომარეობაში ესროლეს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g