LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არა მგონია, ისეთი იმიჯი ჰქონდეს, რომ მაინცდამაინც ქალებზე ჰქონდეს გათვლა: რატომ განათავსა ელისაშვილმა საკუთარი ნომერი ბანერზე

158
aleko elisaSvili

არჩევნებამდე სულ ურო ცოტა დრო რჩება და პოლიტიკოსები სულ უფრო მეტად ცდილობენ, ამომრჩევლის გულის მოგებას. იმისთვის, რომ პანდემიით გატანჯულ მოსახლეობის მაჯისცემა ესმოდეთ, ისინი სხვადასხვა მეთოდს მიმართავენ.

დღეს ქუჩებში გამოჩნდა საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატ ალეკო ელისაშვილის საარჩევნო ბანერი, სადაც პოლიტიკოსმა საკუთარი ტელეფონის ნომერი განათავსა.

როგორც პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი განმარტავს, ცენტრალური საარჩევნო კომისია “ფეხს ითრევს და საარჩევნო ნომერს არ აძლევს”. ამის შესახებ ელისაშვილმა ფეისბუქის ლაივჩართვაში ისაუბრა.

“ველოდეთ, ველოდეთ და ავდექი და ბანერზე დავწერე ჩემი ნომერი. გამოკრული არ გვქონდა ეს ბანერი, რომ რამდენიმე ზარი შემოვიდა. ერთს ვუპასუხე, დანარჩენებს გადავურეკავ”, – ამბობს ელისაშვილი.


რამდენად სწორი სვლა არის პოლიტიკოსის მხრიდან და რამდენად აპრობირებული მეთოდია მსოფლიო ბანერზე საკუთარი ნომრის განთავსება, ამ კითხვით „ფორტუნამ“ პიარტექნოლოგ ელდარ პირმისაშვილს მიმართა. 

 

მსგავსი შემთხვევა მსოფლიო პრაქტიკაში არ ყოფილა. მე არ შემხვედრია. ალეკო ელისაშვილის შემთხვევაში შეიძლება იმუშაოს და ხალხთან ასე უფრო ბევრი კონტაქტი ჰქონდეს.

სოციალურ ქსელში წერენ, რომ ელისაშვილს აინტერესებს, რამდენად პოპულარულია ქალბატონებში და რამდენი ქალი დაურეკავს.

არა მგონია, მას ისეთი იმიჯი ჰქონდეს, რომ მაინცდამაინც ქალებზე ჰქონდეს გათვლა. ვერ მივემხრობი ამ  თემის ასე განხილვას.

ზოგადად უცნაურად მიდის საქართველოში საარჩევნო სლოგანების თემა. მიხეილ სააკაშვილის, რომ მას მოქალაქეები „დაავალებენ“ და ისიც გვპირდება, რომ მათ დავალებას შეასრულებს. 

„დაავალე მიშას“: „ნაციონალური მოძრაობა” დავალებებს ელის

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საარჩევნო კამპანიის აპრობირებულ მეთოდს მიმართა. გამოკითხვის ასეთი ფორმით პოლიტიკოსს შეუძლია, გაიგოს ამომრჩევლის რეალური განწყობა. „ოცნებამაც“ მიმართა წლების წინ მსგავს მეთოდს, როდესაც დასვა კითხვა, რას ფიქრობთ „ქართულ ოცნებაზე“. რამდენად გაამართლა ამ მეთოდმა ვერ გეტყვით, რეალურად ასე შეიძლება გაგება, რას ფიქრობს საზოგადოება შენზე.

 

შეგახსენებთ, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.

რეკლამის ძალა პოლიტიკაში: რომელი პარტია მუშაობს სწორად ამომრჩეველზე – პიარტექნოლოგის თვალით დანახული კამპანია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები