LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არანაირი კომპენსაცია – რუსულ ავიაკომპანიებს პუტინი ზარალს არ უნაზღაურებს

71
201906261605471917387220-2019-09-30-07-49-53-725856

3.2 მილიარდი რუბლი, ანუ 50 მილიონი დოლარი – ეს ის თანხაა, რომელიც რუსულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენების აკრძალვის გამო დაკარგეს.

Deutsche Welle-ს ინფორმაციით, რომელიც რუსულ გამოცემა „ვედომოსტს” ეყრდნობა, ყველაზე მეტად დაზარალდა „ურალის ავაიხაზები” – ავიაკომპანიამ 1.3 მლრდ რუსული რუბლი დაკარგა. ჯამში, საქართველოსთან ფრენების შეწყვეტამ 6 რუსული ავიაკომპანია აზარალა, რომლებმაც ფინანსური დანაკარგების ხარჯთაღრიცხვა რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტროს დიდი ხნის წინ წარუდგინეს, რათა დაპირებისამებრ ზარალის კომპენსირება მომხდარიყო.

ნათია თურნავა რუსეთთან ფრენებზე: ჩვენი უწყება დიალოგისთვის მზადაა

"ეს ჯერჯერობით არ ნიშნავს ფრენების აღდგენას, რადგანაც ამისთვის არსებობს მთელი რიგი ფორმალური პროცედურები"

თუმცა, საქართველოში რეისების აკრძალვით დაზარალებულმა რუსულმა ავიაკომპანიებმა იმ კომპენსაციის მიღების იმედი, რომელსაც მათ ვლადიმერ პუტინი დაჰპირდა, უკვე დაკარგეს. „ვედომოსტი” სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ბიუჯეტიდან თანხა ამ დრომდე არ გამოყოფილა და ეს არც სამომავლოდ იგეგმება.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები მიმდინარე წლის 8 ივლისიდან შეწყდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები