LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან დასრულდა

117
Untitled design (1)

არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პარლამენტის თავმჯდომარესთან საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

კახა კუჭავასთან შეხვედრა სულ ნახევარ საათს გაგრძელდა და ცოტა ხნის წინ დასრულდა.

როგორც “თავისუფალი საქართველოს” ლიდერმა კახა კუკავამ განაცხადა, მათ დაინახეს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან იყო ინტერესი, რომ ამ საკითხებზე კომპრომისი მოიძებნოს:

“მთავარია, რაც ჩვენ დავინახეთ, პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან იყო ინტერესი, რომ ამ საკითხებზე კომპრომისი მოიძებნოს. ბუნებრივია, ის დღეს ერთპიროვნულად პასუხს ვერ გაგვცემდა და ამასთან დაკავშირებით უმრავლესობაში მან კონსულტაციები უნდა გაიაროს. რამდენად შეძლებს საკუთარი თანაგუნდელების დარწმუნებას, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციის ხმაც გათვალისწინებული იყოს, უახლოეს დღეებში დავინახავთ, მაგრამ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი.” – თქვა კუკავამ.

შეგახსენებთ, წინადადებებს, რომელიც დღეს კახა კუჭავას წარუდგინეს, 11 არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტია აწერს ხელს.

ოპოზიციონერების თქმით, ძირითადი შენიშვნები არჩევნებში ბლოკების მონაწილეობის საკითხსა და დაფინანსების წესს ეხება. ისინი ასევე ითხოვენ, ადგილობრივი არჩევნებისთვის მაჟორიტარული კანდიდატებისთვის 50- პროცენტიანი ბარიერი დაწესდეს და იმ პარტიებს, რომლებმაც ბარიერი გადალახეს, კვალიფიციური სტატუსი დაუბრუნდეთ.

პოპულარულები