LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასდროს დამიმალავს საკუთარი პოზიცია, რომ უვადოდ დასაჭერი მოსამართლეები უვადოდ ინიშნებოდნენ – გედევან ფოფხაძე

fofxadzeee

მოსამართლეებს, რომლებიც დასაჭერი იყვნენ, მაგრამ არ დავიჭირეთ და სასამართლო სისტემაში დავტოვეთ, ნუღარ დავაწინაურებთ და უზენაეს სასამართლოში ნუ მოვიყვანთ, რადგან ამით სასამართლოს სამივე ინსტანცია იკვრება და ერთი კლანის ხელში ჩავარდება, – ამის შესახებ  უმრავლესობის დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ განუცხადა.

მისი თქმით, არასდროს მალავდა საკუთარ პოზიციას იმის შესახებ, რომ “უვადოდ დასაჭერი მოსამართლეები უვადოდ ინიშნებოდნენ“, რაზეც მისივე ინფორმაციით, დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა უპასუხა, რომ არასახელმწიფოებრივ განცხადებებს აკეთებდა.

“მოსამართლეთა უვადოდ დანიშვის პროცესი დაახლოებით წელიწადნახევრის წინ დაიწყო. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ და ევროკავშირმაც ჩვენ ძალიან თავაზიანად გვირჩია, რომ მოსამართლეთა უვადო დანიშვნებისგან თავი შეგვეკავებინა. “მერიოტში“ ჩატარდა კონფერენცია და ეს ის დღეა, როცა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მოსამართლეებთან დაკავშირებული ფორმატი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტისგან გადაიბარა. იქ იყო ჩინჩალაძე, მურუსიძე, გვრიტიშვილი, მთელი იუსტიციის უმაღლესი საბჭო და მაშინ მე მათ ვუთხარი, რომ უვადოდ დასაჭერ ხალხს უვადო მოსამართლეებად ნიშნავდნენ. ასეთი პოზიცია 2013 წლიდან მქონდა და ეს პოზიცია არ შემიცვლია. ამ პოზიციას მხარს უჭერდა ეკა ბესელია, ზაქარია ქუცნაშვილი, წინა მოწვევის პარლამენტში შალვა შავგულიძე. ეს პოზიცია იმაში მდგომარეობდა, რომ სასამართლო სისტემის ისეთი რეფორმა განხორციელებულიყო, რომ იუსტიციის საბჭო “ძველების“ ხელში არ ჩავარდნილიყო და ვინც გასაშვები იყო, გაგვეშვა,“ – განაცხადა  გედევან ფოფხაძემ და აღნიშნა, რომ ის უმრავლესობის ხვალინდელ შეხვედრაზეც დააფიქსირებს მის ამ პოზიციას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები