LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არეულობა აშშ-ში: დონალდ ტრამპი ოჯახთან ერთად ბუნკერში გადაიყვანეს

294
მელანია და

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, პირველი ლედი მელანია ტრამპი და მათი შვილი თეთრ სახლთან გამართული საპროტესტო აქციის დროს ბუნკერში გადაიყვანეს.

აქციის მონაწილეები ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას აპროტესტებენ.

პრეზიდენტის ოჯახმა ბუნკერში დაახლოებით ერთი საათი გაატარა.

ვაშინგტონის მერის განცხადებით, აშშ-ის დედაქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა.

მანამდე საპროტესტიო აქციების გამო 25 დიდ ქალაქში გამოაცხადეს კომენდანტის საათი. 

აშშ-ში საპროტესტო აქციები ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები