1990-იანი წლების ჰოლივუდის მთავარი სექს-სიმბოლო, ხულიგანი და დებოშირი მიკი რურკი დღეს უკვე 67 წლისაა და წარსულს მხოლოდ სინანულით იხსენებს, რადგან თვლის, რომ ბევრად მეტის მიღწევა შეეძლო.

fortuna.ge გთავაზობთ ცნობილ გამონათქვამებს:

ბრწყინვალედ ვცხოვრობდი, თუმცა არასდროს ვიყავი კმაყოფილი, ფულიც ბევრი მქონდა, არაჩვეულებრივი კარიერაც და ულამაზესი ქალიც მიმშვენებდა გვერდს, თუმცა მიკი რურკის ტყავში ცხოვრებამ მაინც საშინელი ტკივილი მომაყენა.

გარეგნულად შევიცვალე, მაგრამ შინაგანად მაინც უცვლელი დავრჩი. ერთი ღილის შეხსნაც საკმარისია და ისევ მთელ შხამს ამოვანთხევ.

სარკეში ყურებისას ყოველთვის საშინელ არამზადას ვხედავდი და საკუთარ უიღბლობაში სამყაროს ვადანაშაულებდი. ახლა ყველაფერს მხოლოდ საკუთარ თავს ვაბრალებ და მათ, ვინც ასეთად მაქცია.

არიან ქალები, ვისთანაც ისე ძალიან არ გინდა დილას გაღვიძება, მარტო ღამეს კი არა, მთელ ცხოვრებას ნანობ.

ადამიანებს ძალიან ეშინიათ სიჩუმის, რადგან არ ესმით მისი სიკეთე, მე კი, ძალიან მიყვარს, რადგან, ვთვლი, რომ დუმილი ნამდვილი გმირობაა როცა უამრავი გაქვს სათქმელი.

ურთიერთობაში მთავარი ნდობაა, რადგან როცა არ ენდობი პარტნიორს, მასთან ურთიერთობაც გეშინია.

ქალსაც იმავე პრინციპით ვირჩევ, როგორც ცხენს. ძალიან არ მომწონს გრძელი კისერი და მოკლე ფეხები.

მთავარია, საუკეთესო იყო და მნიშვნელობა არ აქვს რას აკეთებ, თუნდაც ბანკებს ძარცვავდე.

მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე დავთმო!

 

 

მსგავსი თემები