LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არიან სასულიერო პირები, რომლებსაც უყვართ სტალინი და მე ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ“ – სამების იღუმენი

196
სამების იღუმენი გრიგოლი

„იცით რა, ზოგს უყვარს სტალინი. არიან სასულიერო პირები, რომლებსაც უყვართ სტალინი და მე ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ“, – ამის შესახებ სამების იღუმენმა გრიგოლმა აღნიშნა და თქვა, რომ  რომ ხატზე სტალინის არსებობის შესახებ არაფერი იცოდნენ, სხვა შემთხვევაში, შესწორებას აუცილებლად შეიტანდნენ.

„მადლობა საპატრიარქოს, რომ სტალინისტური მითოლოგიის შესაცვლელად ჩვენი შენიშვნები გაითვალისწინა, მაგრამ ეს არ კმარა“ – დეკანოზი ილია ჭიღლაძე 

სასულიერო პირის თქმით, მან არ იცის თუ ვინ არის ხატმწერი, რომელმაც ხატზე სტალინი დახატა.

„ეკლესია არის ხალხი და შესაბამისად, ეკლესია ხალხის აზრს ითვალისწინებს. რომ სცოდნოდათ, რომ ხატზე სტალინი იყო მიხატული, აუცილებლად თავიდანვე შეიტანდნენ შენიშვნას.

საპატრიარქო: „მივმართავთ წმინდა მატრონას ხატის შემომწირველებს, სტალინთან დაკავშირებული ეპიზოდის გამო თავად შეიტანონ ხატში სათანადო ცვლილებები ან ამას ჩვენ გავაკეთებთ“

„ერთ-ერთი ეპიზოდის გამო, ბოლო დღეებში ურთიერთგამომრიცხავი საუბრები და დაპირისპირებები არ ცხრება, რასაც ერთგვარი პოლიტიკური სახეც მიეცა.“

ხატმწერი ნამდვილად არ ვიცი ვინაა. აშკარად ქართველი ხატმწერია. იცით რა, ზოგს უყვარს სტალინი. არიან სასულიერო პირები, რომლებსაც უყვართ სტალინი და მე ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ.

„საპატრიარქოს უნდა დავემორჩილოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხატის შეურაცხყოფა უნდა ვაპატიოთ ვინმეს!“ – ირმა ინაშვილი

ზუსტად ვინ არიან ახლა მე არ ვიცი, მაგრამ რომ ვთქვა, არ უყვართ-თქო, გამომივა ტყუილი. ყველა ადამიანს ხომ ყველაფერზე თავისი შეხედულება გააჩნია“. – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას სამების ტაძრის იღუმენმა.

„ჩადენილი იქნა მძიმე ცოდვა, შეურაცხყვეს ნეტარი დედა მატრონა მოსკოველის ხატი – ვევედროთ დედა მატრონას, ქართველებს ეს მკრეხელობა აპატიოს“ – მეუფე სპირიდონი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g