LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არის თუ არა კორონავირუსის შემთხვევები “ჯორჯიან მანგანეზში”: კომპანიაში ჯერ პასუხი არ აქვთ

178
14

“ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში, ჩემი ინფორმაციით, 9 მაღაროელს დაუდასტურდა კორონავირუსი!
კომპანია “ჯორჯიან მანგანეზი” არ აჩერებს საწარმოო პროცესს და იქ დასაქმებულ მაღაროელებს საშუალება არ აქვთ გადავიდნენ თვითიზოლაციაში“ – ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელ Facebook-ში ცოტა ხნის წინ გაავრცელა მომხმარებელმა Nodar Chachanidze-მ.

როგორც პოსტის ავტორი აღნიშნავს, დასაქმებულებს, პრეტენზიის შემთხვევაში, ხელმძღვანელობა მხოლოდ უხელფასო შვებულებაში გასვლის უფლებას აძლევს.

„ალბათ ყველა ხვდებით რასთან გვაქვს საქმე… აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით უკვე საქმის კურსში ჩავაყენე სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი და ასევე დავუკავშირდები პროფკავშირების იურისტს“, – წერს ფეისბუქმომხმარებელი.

დეტალების გარკვევას „ფორტუნა“ შეეცადა.

ჩვენ დავუკავშირდით კომპანია “ჯორჯიან მანგანეზს“, თუმცა ვერ მოვახერხეთ პიარის სამსახურთან გასაუბრება.

მათი განცხადებით, მოგვიანებით თავად დაგვიკავშირდებიან. დეტალების გარკვევისთანავე მოგაწვდით უახლეს ინფორმაციას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები