LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არსებული გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა დემოკრატიულ განვითარებას საფრთხეს შეუქმნის – მედიაკოალიცია

კოალიცია-მედია-ადვოკატირებისთვის-e1539791409961

კოალიცია ,,მედიის ადვოკატირებისთვის” ცილისწამებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებებს ეხმაურება და მკაფიო განმარტებებს ითხოვს.

როგორც კოალიციაში აცხადებენ, საზოგადოების მრავალწლიანი ძალისხმევის შედეგია ის, რომ მოქმედი კანონმდებლობა გამოხატვის თავისუფლების მაღალ სტანდარტს აწესებს და ეს ყოველთვის მიიჩნეოდა ქართული დემოკრატიის დიდ მონაპოვრად.

„ჩვენი საზოგადოების მრავალწლიანი ძალისხმევის შედეგია ის, რომ მოქმედი კანონმდებლობა გამოხატვის თავისუფლების მაღალ სტანდარტს აწესებს და ეს ყოველთვის მიიჩნეოდა ქართული დემოკრატიის დიდ მონაპოვრად.

ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც გამოხატვის თავისუფლების დღეს არსებულ სტანდარტს გააუარესებს, საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას“, – აცხადებენ კოალიციაში.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ საჭიროა ისეთი კანონმდებლობა, რომელიც ადამიანის ღირსების მეტ დაცულობასაც უზრუნველყოფს და სიტყვის თავისუფლებასაც. პარლამენტის თავმჯდომარე კი აცხადებს, რომ უნდა დაიწყოს მსჯელობა არა მხოლოდ ცილისწამების, არამედ მძიმე შეურაცხყოფისა და გახშირებული ბილწისტყვაობის პრობლემის მოგვარებაზე.

magti 5g