LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ასე თუ გეშინოდათ ჩემი არ მეგონა აქამდე… ვიღებ ამ განსაცდელს, თქვენ კი დაელოდეთ რა როგორ იქნება…” – მეგი გოგიტიძის მორიგი მიმართვა მათ, ვინც რუსეთში დაგეგმილი კონცერტის გამო აკრიტიკებს

1806
მეგიგოგიტიძე

მომღერალი მეგი გოგიტიძე საკუთარ კრიტიკოსებს მორიგ მიმართვას უქვეყნებს. მომღერალი კრიტიკის ქარ-ცეცხლში მას შემდეგ მოექცა, რაც რუსეთში დაგეგმილი კონცერტის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ამ მიზეზით გაუუქმა მას  კონცერტი კლუბმა სექტორ 26.

“სიყვარულის გარეშე ვერაფერს მოიპოვებთ… ვერაფერს შეინარჩუნებთ… იმასაც დაკარგავთ რაც გაქვთ.. ფარისეველ პატრიოტებს და მოზეპირე ცხვრებს კიდევ შიშისგან გათავისუფლებას ვუსურვებ… ასე თუ გეშინოდათ ჩემი არ მეგონა აქამდე… მაგრამ მეცოდინება უკვე..(ბუნებრივია ეს იმათ ვისაც ეკუთვნით) დაბნეულ და გაუგებრობაში მყოფ ხალხს კი მოთმინებას. სიყვარულის გარეშე არც მიწა არც წყალი და არც სიცოცხლე არაფრად არ ღირს… თავისუფლება მონობაა სიყვარულის გარეშე… მორალის კითხვა უსიყვარულოდ მხოლოდ ბოროტს შეუძლია… ასევე მხოლოდ ბოროტს შეუძლია სხვისი განკითხვით საკუთარი “სიდიადე” დაამტკიცოს… უმტკიცეთ ეხლა ერთმანეთს თუ ვინ უფრო მაგარი პატრიოტი ხართ… ვის უფრო გიყვართ საქართველო… სიყვარულის გარეშე აი ამ ფოტოზე გამოსახულ მგლებს გავხართ მხოლოდ… (ესეც მათ ვისაც ეკუთვნის) მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის… ვიღებ ამ განსაცდელს… თქვენ კი დაელოდეთ რა როგორ იქნება…”, – წერს მომღერალი და საკუთარი სიმღერის ბმულსაც ურთავს, სადაც თითქმის იგივე პათოსია, რაც პოსტში.

“ჩემს გაუქმებულ კონცერტს საქართველოში არასდროს დავივიწყებ, ისე ქმნით ჩემგან გმირს, რომ ვერც იაზრებთ” – მეგი გოგიტიძე მიმართვას ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g