LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აშერის ჰიტი გვაკლია და 2004 წლის ზაფხულისთვის მზად ვართ“ –  ბენ აფლეკისა და ჯენიფერ ლოპესის შერიგებამ ფანები შოკში ჩააგდო

420
jloben

ბენ აფლეკისა და ჯენიფერ ლოპესის ერთად გამოჩენამ ფანები შოკში ჩააგდო. „ტვიტერი“ ფაქტობრივად წალეკა კომენტარებმა, სადაც გულშემატკივრები 200-იანების ყველაზე პოპულარული წყვილის ერთად გამოჩენას განიხილავენ. გამოცემა „დეილი მეილი“ ექსკლუზიურ კადრებს ავრცელებს, როგორ გაემგზავრნენ აფლეკი და ლოპესი ერთად პრესტიჟულ კურორტზე.

„ყველაზე ცხელ წყვილად“  მონათლული აფლეკი-ლოპესის ერთად ხილვამ უამრავი მოგონება გააცოცხლა, მათ შორის 2004 წლის პოპულარული ჰიტები და იმ დროის მნიშვნელოვანი მოვლენები. „ეს პოპ-კულტურის ახალ აღორძინებს მაგონებს, ესე იგი შანსი სხვა წყვილებსაც აქვთ“, წერს ერთ-ერთი ინტერნეტ მომხმარებელი. „თავი ისევ სტუდენტი მგონია“,  – წერს მეორე. „აშერის ჰიტი გვაკლია და 2004 წლის ზაფხულისთვის მზად ვართ“ – დაწერა ჯენიფერ ლოპესის ერთ-ერთმა ფანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები