LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის საელჩო ამერიკელ მოქალაქეებს მოუწოდებს, უკრაინის დატოვება ახლავე განიხილონ

71
000-PD31Y-a-800x520

უკრაინაში აშშ-ის საელჩო ამერიკელ მოქალაქეებს მოუწოდებს, ქვეყნის დატოვება ახლავე განიხილონ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის სამხედრო მოქმედებების გაზრდილი საფრთხის გამო, უკრაინაში უსაფრთხოების ვითარება არაპროგნოზირებადია და შეიძლება გაუარესდეს.

ცნობისთვის, 24 იანვარს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინაში აშშ-ის საელჩოს პერსონალის ოჯახის წევრების მიერ ქვეყნის დატოვების ბრძანება გასცა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას აშშ-ის საელჩოს პერსონალის ოჯახების უკრაინიდან გაყვანის შესახებ ნაადრევად და გადაჭარბებულ სიფრთხილედ მიიჩნევს.

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ამ მომენტისთვის ევროკავშირი უკრაინიდან დიპლომატების ოჯახის წევრების გაყვანას არ გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g