LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ სირიიდან შეიარაღებულ ძალებს სრულად, აპრილის ბოლოსთვის გამოიყვანს – The Wall Street Journal

ap-syrian-1-er-170309_16x9_1600

აშშ სირიიდან თავის შეიარაღებულ ძალებს აპრილის ბოლოსთვის სრულად გაიყვანს, – ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal  ამერიკელი მაღალჩინოსნების განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სირიიდან აშშ-ის შეიარაღებული ძალების კონტინგენტის ძირითადი ნაწილი მარტის შუა რიცხვებისთვის იქნება გაყვანილი. აშშ-ის შეიარაღებული ძალების სარდლობა ჯარის გაყვანაზე ამახვილებს ყურადღებას, ვინაიდან ძალები, რომლებსაც მხარს უჭერს აშშ, უახლოეს დღეებში „ისლამური სახელმწიფოს“ უკანასკნელი ტერიტორიების აღებას გეგმავენ.

გამოცემის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ჯერ კიდევ არ შეუმუშავებია გეგმა, რომელიც ამერიკული ჯარების სირიიდან გასვლის შემდეგ, სირიაში ქურთი მეამბოხეების დაცვას უზრუნველყოფს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები