LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-სთვის და მთელი მსოფლიოსთვის ყველაზე დიდი საფრთხე “დელტა” შტამია: ფაუჩი

260
ენტონი ფაუჩი

ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსის ინდური შტამით, ე.წ. “დელტა ვარიანტით” ინფიცირების შემთხვევები იზრდება.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო ორი კვირაა, ახალი შემთხვევების თითქმის 20 % ვირუსის დელტა ვარიანტია.

აშშ-ის ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, თეთრი სახლის მრჩეველი, ენტონი ფაუჩი ამბობს, რომ ახლა, პანდემიასთან ბრძოლის პროცესში შტატებისთვის და მთელი მსოფლიოსთვის, ყველაზე დიდი საფრთხე სწორედ “დელტა” შტამია. 

ფაუჩი ასევე აღნიშნავს, რომ კოვიდვაქცინები ინდური შტამის წინააღმდეგ ეფექტიანად მოქმედებს. ამის მაგალითად კი “ფაიზერს” ასახელებს, რომელიც ინფიცირებისგან 88%-ით იცავს, ხოლო მძიმე ფორმისა და ჰოსპიტალიზაციისგან 96%-ით. ფაუჩი ამბობს, რომ აშშ-ს ეპიდაფეთქების საწინააღმდეგო ინსტრუმენტი აქვს, რომელიც აქტიურად უნდა გამოიყენონ.

იმ ფონზე, როდესაც აშშ-ში დელტა ვარიანტით ინფიცირების მაჩვენებელი იზრდება, თეთრ სახლში აცხადებენ, რომ მთავრობა პრეზიდენტის დანაპირებს ვერ ასრულებს – ჯო ბაიდენმა მანამდე თქვა, რომ 4 ივლისისთვის ზრდასრული მოსახლეობის 70% ერთჯერადად მაინც იქნეობდა აცრილი.

თეთრი სახლის პრესმდივანი ჯენი ფსაკი ამბობს, რომ ვაქცინების აუცილებლობაში 18-26 წლის ადამიანების დარწმუნება გაცილებით რთული აღმოჩნდა, ვიდრე ხანდაზმულების.

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა მოსახლეობა ვაქცინის გაკეთების აუცილებლობაში დაარწმუნოს.

ამ ეტაპზე, ვაქცინის ორივე დოზით აცრილია ამერიკელი მოსახლეობის 45%-ზე მეტი.

magti 5g