LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ: უკრაინას შეუძლია დაიბრუნოს ყირიმი და დონბასი

249
დონბასი

„უკრაინამ უკვე გააძევა რუსები კიევიდან, ხარკოვიდან, ამიტომ ვარაუდი, რომ რუსებს სხვა ოკუპირებული რეგიონებიდან განდევნის, ლოგიკას მოკლებული არ არის“, – ამის შესახებ აშშ-ის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა უკრაინაში, კრისტინა ქუინმა განაცხადა.

„ამასთან, უკრაინის უსაფრთხოებისთვის დახმარების გაწევისას, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ განვიხილავთ ყირიმსა და დონბასში მოწოდებული იარაღის გამოყენებას და არც პირობები დაგვიყენებია ამ კუთხით.

ამავდროულად, ჩვენ ყოველთვის ვაღიარებდით, რომ ყირიმიც და დონბასიც არის უკრაინა და ამ ფაქტს დიდი მნიშვნელობა ექნება, როდესაც ჩვენ გადავწყვეტთ შემდგომ მხარდაჭერას იმ კონტექსტში, თუ რამდენად დააყენებს უკრაინა რუსეთის არმიას უკან. მაგრამ ამაზე გადაწყვეტილება რჩება უკრაინაზე.

რა თქმა უნდა, მოვისმინე კომენტარები, რომ ისინი ამბობენ: „აშშ კონკრეტულად არ აძლევს საკმარის იარაღს უკრაინას, რომ უკან დააბრუნოს რუსები და გაიმარჯვოს, მაგრამ ისინი ძალიან ბევრს აძლევენ მათ შეკავებას და ამოწურვას“.

ეს არის აბსოლუტური ტყუილი. უმარტივესი დასტურია ის ფაქტი, რომ თქვენ მაინც უკან დაიხიეთ რუსული არმია კიევის რეგიონის ჩრდილოეთიდან და ხარკოვის რეგიონიდან.“, – განაცხადა ქეთრინ ქუინმა.

რუსეთმა სევეროდონეცკზე, ლისიჩანსკსა და ოდესის რეგიონებზე ავიაიერიში მიიტანა – არიან დაღუპულები და დაშავებულები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები