LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“აუტყდა დედას ტირილი, ავყევი მეც, აგყვნენ ბავშვებიც.. ისეთი კარგი ამბავი მაქვს, გულები უნდა დაგითბოთ: გიგა მაქარაშვილი ვარშავიდან

1151
untitled-design-1-2022-03-26_22-45-39_239721

ქართველი სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი, რომელიც პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში იმყოფება, სოციალურ ქსელში წერს, რომ მის ერთ-ერთ ინიციატივას შედეგიანი გამოხმაურება აქვს.

“ისეთი კარგი ამბავი მაქვს, გულები უნდა დაგითბოთ.

წუხელ ამბავი მოვყევი, ხარკოვის უბედურებებს გამოვლილ უკრაინელ დედა-შვილზე, შეიძლება ნახეთ კიდეც.

ხარკოვის უბედურებები გამოიარეს და 20 დღეა არ ლაპარაკობს, ახალი სათამაშოთი მისულა დედასთან და ჩემთან წამოუყვანია… მის მაგივრად დედას რომ ეთქვა მადლობა: მაქარაშვილი უკრაინელ გოგონაზე

ჰო და დამირეკა კეთილმა ხალხმა კრედო ბანკიდან, სადგურზე აღარ დავტოვებთ მაგ ხალხს, ბინა დავუქირაოთ ვარშავაშიო.

ავჩუყდი, მაგრამ ცრემლები შევიკავე. აქაური ყოჩაღი ემიგრანტების დახმარებით ვარშავის გარეუბანში (ძვირად, მაგრამ ვინ დაეძებს?) ვიპოვე პატარა ბინა და გავქანდი..

მივვარდი კარგი ამბის სახარებლად ამ საოცარ ოჯახთან, ოთახ ნახევრიან ბინაში მიმყავხართთქო, აუტყდა დედას ტირილი, ავყევი მეც, აგყვნენ ბავშვებიც.

ტირილით რომ დავიღალეთ მითხრა, კიდევ ერთი ოჯახი უნდა წავიყვანოთო, გავიჭირვებთ, დავეტევით იქაც დედა და 3 ბავშვი… 8 ადამიანი, ოთახნახევრიანში.

გამოვედი ქუჩაში და ვურეკავ ბინის მეპატრონეს, ძალიან გთხოვთ, 8 ადამიანი უნდა შემომაყვანინოთ მეთქი, ამ დროს ვიღაც ძალიან შეუხედავი და მთვრალი კაცი დამტრიალებს… თან ასლოკონებს, თან ახველებს, შევღონდი.

ტელეფონზე ლაპარაკს რომ არ მოვრჩი, ხელი ჩაიქნია და ზომიერი ბრაზით მომაძახა, ნაცების …

ამასობაში გაგიჟდა ბინის მეპატრონე ქალი, ფიზიკურად ვერ დაეტევიან, მაქსიმუმ გასაშლელი საწოლები დავუმატოო…  მაგრამ, ამავე სადარბაზოში, იგივე ზომის ბინა გათავისუფლდა ახლა და იქ შეიყვანეო.

ამან რა იცის რომ ორი ბინის ფული არ მაქვს. ვურეკავ კრედოს ოქრო ხალხს, ეგეთი ამბავია, როგორ მოვიქცეთქო?

იმათმა, მეორე ბინაც აიღეო. შევვარდი ისევ ამათთან, მაგარი ამბავი მაქვს, მეორე ბინაც გამოჩნდა და იატაკზე ძილი არ მოგიწევთ მეთქი. ამათმა, შენ ხომ არ გაგიჟდი, მაგ მეორე ბინაში ორ პატარა ოჯახს შევუშვებთო…

პირდაპირ გამოვშტერდი, თბილისში რომ ვრეკავდი ამბის მოსაყოლად კიდევ ერთხელ ვიტირე.

ჰო და ახლა ისე გამოვიდა, რომ ერთი პოსტით და რამდენიმე კეთილი ადამიანის დახმარებით, 13 უკრაინელი დავაბინავეთ აქედან 9 ბავშვია!

მადლობა, რომ ამ საგიჟეთის ელჩად მე შემარჩიეთ. ჩემო კარგო ქვეყანავ” – წერს გიგა მაქარაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები