LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხარკოვის უბედურებები გამოიარეს და 20 დღეა არ ლაპარაკობს, ახალი სათამაშოთი მისულა დედასთან და ჩემთან წამოუყვანია… მის მაგივრად დედას რომ ეთქვა მადლობა: მაქარაშვილი უკრაინელ გოგონაზე

2103
Untitled design (1)

ქართველი სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი, რომელიც პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში იმყოფება, სოციალურ ქსელში ემოციურ ინფორმაციას ავრცელებს.

გიგა მაქარაშვილი აღწერს, თუ რა ვითარებაა ვარშავის ცენტრალურ სადგურში, სადაც მეძუძური დედები და მათი შვილები ჰყავთ  მოთავსებული.

მაქარაშვილი წერს კონკრეტულ გოგონაზე, რომელმაც მისთვის განკუთვნილი საჩუქრის მიღების შემდეგ, მადლობა გადაუხადა:

“ვარშავის ცენტრალურ სადგურში, მეორე სართულზე დიდი, მინებიანი სივრცეა, სახელდახელოდ დაფარული მუქი ფარდებით…
მეძუძური დედები და მათი შვილები ჰყავთ დროებით მოთავსებული იქ.

ზუსტად მათ კართან მივიტანეთ ყველაზე მეტი და გემრიელი საკვები დღეს.

იქვე, იატაკზე გავშალეთ ბანერი (ქართველი ხალხისგან), დავამაგრეთ ქართული დროშები და დავაწყვეთ ამ დღისთვის ნაყიდი 200-მდე სათამაშო.

ჯერ შორიდან უტრიალეს პატარებმა ჩვენს კუთხეს, მერე ცოტა ახლოს მოვიდნენ და როცა ვუთხარი თქვენთვისაა და აიღეთ რამდენიც გინდათო, უუუცბად აენთოთ თვალები.

საოცარი ხალხია, არაამქვეყნიური ბავშვები ჰყავთ! ერთ სათამაშოს აჩუქებ და სამჯერ გეუბნებიან მადლობას.

ერთადერთი პატარა გოგო წავიდა მადლობის გარეშე და მალე დაბრუნდა დედასთან და ძმასთან ერთად! ნატანჯ სახეზე მთელი ომი ეწერა 30 წლამდე გოგოს (დევნილების უმრავლესობა ასეა აქ) და ხელში სულ პატარა შვილი ეჭირა.

პატარამ დედას რაღაც ანიშნა და ხელი ჩემკენ გამოიშვირა. ცოტათი დავიძაბე და როგორც ჩანს სახეზეც დამეტყო ნერვიულობა.

დედამ კი მითხრა, რომ ხარკოვის უბედურებები გამოიარეს და უკვე 20 დღეა მისი პატარა გოგო არ ლაპარაკობს, ახალი სათამაშოთი მისულა დედასთან, ხელი მოუკიდია და ჩემთან წამოუყვანია…

იცით რისთვის?
ჰო, მის მაგივრად დედას რომ ეთქვა ჩემთვის მადლობა ?

ხელის გულზე სატარებელი ხალხია და მადლობა, რომ მათთან ჩასახუტებლად მე გამაგზავნეთ”, – წერს გიგა მაქარაშვილი.

შეგახსენებთ, სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი პოლონეთში უკრაინელების დასახმარებლად ჩავიდა.

გიგა მაქარაშვილი: „ახლა მინდობილობას ვაკეთებ და კიევიდან ძლივს გამოყვანილი პატარა უნდა ჩამოვიყვანო საქართველოში…“

გიგა მაქარაშვილი: “უწყვეტი რიგია საკვებზე, უკრაინელები მეხვევიან და ტირილს იწყებენ…”

 

mazda magti 5g