თბილისში, ავჭალაში მანქანაში ახალგაზრდა მამაკაცი ჩაცხრილეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის” გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი ნიკა მელია ავრცელებს.
„ახლახანს, გლდანის რაიონში (ავჭალაში), სარაჯიშვილის ქუჩაზე მანქანაში ჩაცხრილეს ახალგაზრდა მამაკაცი. იარაღით ხელშია გარდაცვლილიც. მკვლელმა გაქცევა მოასწრო“… წერს სოციალურ ქსელში ნიკა მელია.
შსს-ში „ფორტუნას“ განუცხადეს, რომ გამოძიება 236-ე და 108-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.