LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავღანეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყანა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

94
ერჰერ

ავღანეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.

დოკუმენტში ქვეყნები მოუწოდებენ ძალებს, რომლებიც ამ დროისთვის ავღანეთში ძალაუფლებას ფლობენ, ავღანელებსა და სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც ავღანეთის დატოვება სურთ, ტერიტორიიდან გასვლის საშუალება მისცენ.

“ავღანეთში ძალაუფლებასა და ხელისუფლებში მყოფი პირები, პასუხისმგებლები და ანგარიშვალდებულები არიან ადამიანის სიცოცხლისა და ქონების დაცვაზე, ასევე უსაფრთოხებისა და სამოქალაქო წესრიგის დაუყოვნებლივ აღდგენაზე. ავღანელი ხალხი იმსახურებს იცხოვროს უსაფრთხოდ, დაცულად და ღირსეულად. ჩვენ, საერთაშორისო საზოგადოება, მზად ვართ, მათ დავეხმაროთ”, – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g