LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავიაბილეთები თბილისიდან ნებისმიერი მიმართულებით

138
avia.ge

ავიაბილეთები თბილისიდან

მოგზაურობა ერთ-ერთია იმ სურვილებიდან, რისი გაკეთებაც ყველას  სურს. თუმცა ყველა ვერ ახერხებს მიჰყვეს თავიანთ ოცნებებს სხვადასხვა ფაქტორის გამო. მაგრამ, გარკვეული გარემოებების მიუხედავად, ზოგჯერ უბრალოდ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება და წახვიდეთ იმ საოცნებო ადგილებში, რომლის მონახულებაც ყოველთვის გინდოდათ.

თუ გრძნობთ, რომ ცხოვრებაში გჭირდებათ ცვლილებები, Შეგიძლიათ უბრალოდ შეიძინოთ ავიაბილეთები საქართველოს დედაქალაქიდან მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით და დაიწყეთ მოგზაურობა.

თბილისის შოთა რუსთაველის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირ და ტრანზიტულ ფრენებს 40-მდე ავიაკომპანია ახორციელებს.

პირდაპირი რეისები სრულდება ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: ათენი, პარიზი, ვენა, ამსტერდამი, დიუსელდორფი, სტამბოლი, ბაქო, დუბაი, დოჰა, თელ-ავივი, რიგა და სხვ.

 

პირველ რიგში, უნდა იცოდეთ, როგორ შეიძინოთ იაფი ავიაბილეთები:

  • ავიაბილეთები შეიძინეთ დაახლოებით 2 თვით ადრე
  • არჩევანი შეაჩერეთ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიაზე
  • უარი თქვით ჩასაბარებელ ბარგზე
  • მოგზაურობა დაგეგმეთ არასეზონურ პერიოდში
  • უკეთესია, თუ სამოგზაუროდ აირჩევთ შუა კვირას
  • გასამგზავრებლად აარჩიეთ დილის საათები
  • შეიძინეთ ორმხრივი ავიაბილეთები ერთდროულად

 

რომელია თბილისიდან ყველაზე პოპულარული მიმართულება?

1.პარიზი  ყველასათვის საყვარელი და საოცნებო ქალაქია. ის წლის ნებისმიერ სეზონზე შთამბეჭდავია თავისი ულამზესი ქუჩებით, არქიტექტურით, უამრავი მუზეუმით, კაფეებითა და რესტორნებით, და, რა თქმა უნდა, ეიფელის კოშკით, რომელიც ამ ზღაპრული ქალაქის სავიზიტო ბარათია.

 

პარიზის მიმართულებით თბილისიდან პირდაპირ ფრენებს ავიაკომპანიები Air France და georgian airways-ი ასრულებენ. სურ რაღაც 5 საათში კი თქვენ უკვე ამ ზღაპრულ ქალაქში აღმოჩნდებით.

რაც შეეხება ტრანზიტულ ფრენებს, არაერთი ავიაკომპანია ახორციელებს რეისს აღნიშნულ მიმართულებაზე, თუმცა ყველაზე ბიუჯეტურ შემოთავაზებას ავიაკომპანია LOT-ი და Pegasus Airline-ი გვიკეთებენ. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ Lufthansa-ს და Turkish Airlines-ის სერვისით.

 

2.რომი გამორჩეულად ლამაზი ქალაქია და ტურისტებისთვის ერთ-ერთი პოპულარული მიმართულებაა. აქ სანახავი ნამდვილად ბევრია. ეს უძველესი ქალაქი მდიდარია მრავალფეროვანი კულტურით, ხელოვნებით, დახვეწილი არქიტექტურით, საინტერესო ისტორიითა და უგემრიელესი კერძებით.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რომის მიმართულებით პირდაპირი რეისები არ სრულდება. თუმცა, ტრანზიტული ფრენების საკმაოდ დიდი არჩევანია. ყველაზე მოქნილ გრაფიკს თურქული ავიაკომპანიები Turkish Airlines-ი  და Pegasus-ი გვთავაზობენ.

ტრანზიტულ ფრენებს გვთავაზობენ ასევე Aegean Airlines, Air Baltic და Ryanair-ი, რომელიც მილანში გადაჯდომით საკმაოდ ბიუჯეტურ ფასად ჩაგიყვანთ დანიშნულების ადგილზე.

 

3.ლატვიის დედაქალაქი რიგა გამოირჩევა  მოდერნისტული არქიტექტურით, კრამიტით გადახურული შენობებით, ვიწრო ქვაფენილიანი ქუჩებითა და ძველი ტაძრებით. აქ ქუჩაში სეირნობისას შესაძლოა მოგესმათ  ორღანით შესრულებულ ჰანგები, რომელიც კიდევ უფრო მეტ ხიბლს მატებს ამ ულამაზეს ქალაქს.

რიგის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ლატვიური ავიაკომპანია –  airBaltic ასრულებს და შესაბამისად, სწორეს ის გვთავაზობს იაფ ავიაბილეთებს ამ მიმართულებაზე, ფრენის ხანგრძლივობა კი 3 საათი და 30 წუთია.

ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ ავიაკომპანია LOT-ის, lufthansa-ს და Turkish Airlines-ის ტრანზიტული რეისებით.

 

4.ვენა – მსოფიოს ყველაზე სიცოცხლისუნარიან და კომფორტული ქალაქად აღიარებული ავსტრიის დედაქალაქი, ხელოვნების, დახვეწილი ლანდშაფტური არქიტექტურის,  გალერეების და მუზეუმების ერთობლიობაა.

ვენის მიმართულებით ბიუჯეტურ ფასებს ავიაკომპანია Pegasus-ი გვთავაზობს სტამბოლში, გოქჩენის აეროპორტში გადაჯდომით. ტრანზიტულ რეისებს გვთავაზობს, ასევე:  Turkish Airlines-ი და AirBaltic-ი.

პირდაპირ რეისებს კი Georgian Airways-ი ასრულებს და 3 საათიანი ფრენის შემდეგ თქვენ უკვე ვენის აეროპორტში იქნებით.

 

5.საბერძნეთის დედაქალაქი ათენი სამოგზაუროდ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა. უძველესი ცივილიზაციისა და ისტორიის მქონე ქალაქის ნახვა ვის არ მოუნდება? აქ მოისმენთ ლეგენდებს მითიური ღმერთებისა და ქალღმერთების შესახებ და ნახავთ უძველესი ცივილიზაციის ნანგრევებს, რომლებიც საინტერესო ისტორიას მოგიყვებათ.

თბილისიდან ათენის მიმართულებით ავიაბილეთებს რამდენიმე ავიაკომპანია გვთავაზობს. პირდაპირ რეისებს კი ბერძნული ავიაკომპანია Aegean Airlines-ი ასრულებს.

რაც შეეხება ტრანზიტულ ფრენებს, თურქული ავიაკომპანიები Pegasus-ი და Turkish Airlines-ი სტამბოლში გადაჯდომით ახორციელებენ ფრენებს.

ავიაბილეთების შესაძენად გამოიყენეთ საძიებო სისტემა და არა რომელიმე კონკრეტული ავიაკომპანიის საიტი, რადგან ამ შემთხვევაში საშუალება გექნებათ ერთ სივრცეში ნახოთ ყველა ავიაკომპანიის შემოთავაზება და აარჩიოთ თქვენთვის საუკეთესო ვარიანტი.

არსებობს უამრავი საძიებო სისტემა, როგორც უცხოური, ისე ქართული. თუმცა, მნიშვნელოვანია გამოიყენოთ ისეთი, რომელიც სრულიად თქვენზე იქნება მორგებული და მარტივად შეძლებთ მის გამოყენებას.

სწორედ ასეთია aviabiletebi.ge -ს საძიებო სისტემა, რომელიც ფილტრაციის საშუალებით ავიაბილეთების მოძიებას საკმაოდ მარტივს ხდის. შეგიძლიათ მოახდინოთ ფილტრაცია თარიღების, ფასების, ავიაკომპანიებისა და აეროპორტების მიხედვით, ისარგებლოთ ფასების კალენდარით და ააწყოთ სასურველი რეისები სახლიდან გაუსვლელად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები