სასტუმრო „ბილტმორში“ პრეზენტაცია ირლანდიურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია ,,რაინეარის“ მიმართულებების განვითარების დირექტორმა ნილ ო კონერი გამართა, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველო საინტერესო მიმართულებაა.
ამასთან, ქეთევან აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა აღნიშნა, რომ ავიაკომპანია Ryanair-თან 2019 წელს ქუთაისიდან ფრენების დაწყებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
„Ryanair-თან საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა გვქონდა. ამ კომპანიას აქვს ინტერესი საქართველოს მიმართ. რამდენიმე თვის შემდგომ, 2019 წლისთვის ისინი ელოდებიან საჰაერო ხომალდების ახალ პარტიას. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვმუშაობთ მათთან ავიამიმართულების ქსელზე: თუ როგორ არის შესაძლებელი გრძელი და მოკლე ავიარეისები შევაჯეროთ და მივიღოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც ჩვენთვისაც იქნება საინტერესო და მათთვისააც“, – აღნიშნა ალექსიძემ.
აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი ამბობს, რომ საუბარი არ მიმდინარეობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებთან დაკავშირებით.