LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავიღოთ ბოკერია, კაცმა იარა, იარა, მერე თავზე ჩამოილეწა პარტია ვიღაცის ჯიბრით, ახლა განულებულია… ჭკუა სად არის?!: თაკო ჩარკვიანი

127
თაკო ჩარკვიანი

„ავიღოთ ბოკერია, სულ მესმოდა მითი მის შესახებ და რამდენჯერმე ჩავავლე, რომ მითია, თითქოს რაღაც ჭკუა აქვს, რა ჭკუა, კაცმა იარა, იარა, იარა, უშიშროების საბჭოს მდივანი იყო, მერე თავზე ჩამოილეწა პარტია ვიღაცის ჯიბრით, ახლა განულებულია, რაღაც 1% აქვს, აბა მითხარით, ჭკუა სად არის?!“, – ასე ეხმიანება პარტია “კანონი და სამართლის” ლიდერი თაკო ჩარკვიანი იმ ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილებას, რომლებიც 14 ოქტომბერს ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილ აქციას არ უერთდებიან.

რუსთავი 2-ის ეთერში საუბრისას ჩარკვიანმა თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება უბრალო სიბეცეა და მას პოლიტიკურ სტრატეგიასთან კავშირი არ აქვს.

თაკო ჩარკვიანის თქმით, გიგა ბოკერია არ თმობს პირველობას ღალატის ხარისხში.

„სიბეცეა ჩვეულებრივი, რა მოხდა მერე? იმიტომ არიან განულებულები. რატომ ფიქრობთ, რომ განსაკუთრებით დიდი პოლიტიკური სტრატეგიულობით გამოირჩევიან, რაში ატყობთ?! ავიღოთ ბოკერია, სულ მესმოდა მითი მის შესახებ და რამდენჯერმე ჩავავლე, რომ მითია, თითქოს რაღაც ჭკუა აქვს, რა ჭკუა, კაცმა იარა, იარა, იარა, უშიშროების საბჭოს მდივანი იყო, მერე თავზე ჩამოილეწა პარტია ვიღაცის ჯიბრით, ახლა განულებულია, რაღაც 1% აქვს, აბა მითხარით, ჭკუა სად არის?! რომ ამბობენ, 30 წელია პოლიტიკაში ვართო, მერე 30 წელიწადია კარგად ვართ? ე.ი. არ არის დიდი ჭკუა ამათი, თუ 30 წელია წუმპეში ვართ.

ერთი იყო და მესამე ძალა დაირქვა, გული მწყდება გიორგიზე ძალიან. ალეკო ელისაშვილი რა თემაა პოლიტიკაში, გულწრფელად მინდა, რომ ღალატის უმაღლესი ხარისხის მქონე ბოკერიამ ილაპარაკოს მაინც, ვიდრე ელისაშვილმა. ამ დროს, პირველობას არ თმობს ბოკერია ღალატის ხარისხში – სადღაც ხომ უნდა იყოს პირველი და აქ ნამდვილად პირველია“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები